ჩაბარების ვადა:

24 იანვარი 2017, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T2096 - ტენდერი ვიდეო სამეთვალყურეო სისტემის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ფინკა ბანკი საქართველო“ FMH ჰოლდინგის (FINCA Microfinance Holding) ნაწილია. ჰოლდინგში ფინკას პარტნიორები არიან საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC, World Bank Group), KfW Bankengruppe, FMO, გერმანიის განვითარების ბანკი, ნიდერლანდების განვითარების ბანკი, responsAbility GLobal Microfinance Fund, Triple Jump და სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები.

ფინკა ბანკი საქართველო დღეისათვის 40 სერვის ცენტრის საშუალებით საბანკო მომსახურებას უწევს 80 000-ზე მეტ მომხმარებელს ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში.

ფინკა საქართველო, საერთაშორისო თანამეგობრობასთან თანამშრომლობის ფონდის - FINCA International Inc.- ფილიალი, საქართველოში 1998 წლის მაისში დაარსდა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და აშშ სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ხელშეწყობით. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: www.FINCA.org   , www.FINCA.ge

სს „ფინკა ბანკი საქართველო“ აცხადებს ტენდერს ვიდეო სამეთვალყურეო სისტემის შესყიდვაზე.

აპარატურის ჩამონათვალი:

# აღწერა რაოდენობა
1 გარე პერიმეტრის კამერა (IP) 1-5
2 შიდა პერიმეტრის კონტროლის კამერა (IP) 70-110
3 მოლარის კამერა (IP) 100-135
4 ქსელური ვიდეო ჩამწერი (NVR) 20-30
5 ვიდეო მეთვალყურეობის სერიის მყარი დისკი 70 - 120
6 PoE სვიჩი (24 პორტიანი) 15-24
7 დამატებითი ლიცენზია კამერაზე 90-135
8 ქსელის წერტილების რაოდენობა კამერებისთვის 200-300

ტექნიკური მოთხოვნები იხილეთ მიმაგრებულ ფაილში.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს შემდეგი სამუშაოების შესრულება:

  • შესაბამისი საქონლის მოწოდება და მონტაჟი ფინკა ბანკის მინიმუმ 25 ფილიალში;
  • აპარატურის განლაგების ნახაზისა და სამონტაჟო სქემის შემუშავება;
  • დამონტაჟებული კამერების მოთხოვნის შესაბამისად გადაადგილება;
  • ქსელის კაბელების მონტაჟი სამეთვალყურეო კამერებისთვის;
  • კომპანიას უნდა ყავდეს მინიმუმ 2 სამუშაო ჯგუფი, რათა მოხდეს ერთდროულად რამოდენიმე სერვის ცენტრის აღჭურვა კამერებით
  • კამერების მონტაჟი უნდა მოხდეს არასამუშაო დროს (შაბათ-კვირას)
  • ქსელურ ჩამწერებზე და ვიდეო კამერებზე საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 3 წელს მიღება–ჩაბარების აქტზე ხელმოწერის დღიდან;
  • მყარ დისკებზე საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 2 წელს მიღება–ჩაბარების აქტზე ხელმოწერის დღიდან;
  • საგარანტიო ვადის განმავლობაში დაზიანებული საქონლის შეკეთება/გამოცვლა უნდა განხორციელდეს 3 დღის ვადაში.

სატენდერო დოკუმენტაცია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მწარმოებელს უნდა გააჩნდეს მინიმუმ ერთი ავტორიზებული სერვის ცენტრი საქართველოში (სასურველია/ჩაითვლება უპირატესობად);
  • მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს MAF (Manufacturer Authorization Form) (სასურველია/ჩაითვლება უპირატესობად);
  • მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს განხორციელებული მსხვილი პროექტების ჩამონათვალი;
  • მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლის სრული ტექნიკური სპეციფიკაცია;
  • მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლის მონტაჟის ხარჯთაღრიცხვა (გადაადგილების, ქსელის წერტილის გაყვანის, ა.შ.);
  • მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს სარეკომენდაციო წერილი;
  • განახლებული ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ანგარიშსწორების პირობები;
  • მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს მოწოდების პირობები;
  • მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს საგარანტიო პირობები;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა შემოთავაზებული IP კამერების, სვიჩის, ქსელური ჩამწერის და მომსახურების პირობების დეტალები, შევსებული დანართი #1 და დანართუ #2, სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად უნდა წარმოადგინონ ფინკა ბანკი საქართველოს სათაო ოფისში: ვაჟა ფშაველას 71, მესამე სართული, ოფისი 12. დალუქული კონვერტით 2017 წლის 24 იანვრამდე , ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 9 დან 6 საათამდე. კონვერტზე მითითებული უნდა იყოს ტენდერის სახელწოდება: „ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის შესყიდვა“.

სს ფინკა ბანკი საქართველო ახორციელებს საქმიანობას უმაღლესი ეთიკური და პროფესიული სტანდარტების მიხედვით და ბანკის შიდა წესების მიხედვით, ბანკის თანამშრომელს და/ან მასთან დაკავშირებულ პირს არ შეიძლება ჰქონდეს პირდაპირი ან არაპირდაპირი ფინანსური ინტერესი ბანკის რომელიმე კონტრაჰენტთან (ინტერესთა კონფლიქტი). აღნიშნულის გათვალისწინებით, ტენდერში მონაწილე კომპანიასა და ბანკის თანამშრომელს და/ან მათთან დაკავშირებულ პირებს შორის არ უნდა არსებობდეს ინტერესთა კონფლიქტი.

დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ელ. ფოსტის მისამართზე: procurement@finca.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 32300000 ტელედა რადიოსიგნალის მიმღებები და აუდიოან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურა
  • 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები
  • 50600000 უსაფრთხოებისა და თავდაცვის მასალების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება

დოკუმენტაცია