ჩაბარების ვადა:

3 თებერვალი 2017, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T2115 - მზარეული/კვების სერვისის კომპანია

კონკურსის აღწერილობა:

2010 წელს დაარსებული თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა საზღვარგარეთ გერმანული სკოლების ქსელის 140-ე წევრია.

სკოლა არის მშენებლობის პროცესში, 2017/2018 სასწავლო წლიდან სკოლას ეყოლება 1-8 კლასები. სკოლაში გერმანელი, ქართველი და სხვა ეროვნების ბავშვები გერმანული სასწავლო გეგმის მიხედვით სწავლობენ. ეს არის გახანგრძლივებული სკოლა.

სკოლასთან არსებული საბავშვო ბაღი მდებარეობს სკოლის ეზოში, სკოლის შენობის გვერდით. ის მოცავს 3 საბავშვო ბაღის ჯგუფს, თითოეულში არის 20 ბავშვი.

თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა ახალ შენობაში გადასვლასთან დაკავშირებით 2017 წლის 1 სექტემბრიდან სკოლის სასადილოს მართვისთვის ეძებს:

  • მზარეულს, რომელიც იქნება სკოლის თანამშრომელი ან კვების მომსახურების კომპანიას, რომელიც თავის ბაზაზე შემოგვთავაზებს სასადილოს მართვას.

კონკურსთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილებში.

სკოლა კონკურსის პირველ ეტაპზე ეძებს დაინტერესებულ ადამინებს/კომპანიებს, რომლებსაც შეუძლიათ მითითებული დავალების შესრულება და მზად არიან კონკურსის მომდევნო ეტაპებისთვის. მეორე ეტაპზე განიხილება მართვის, კონცეფციური და ფინანსური დეტალები.

კონკურსის ჩაბარების პირობები:

საჭირო დოკუმენტაცია:

მზარეულისთვის, სკოლის თანამშრომელი

  • CV
  • სამოტივაციო წერილი
  • მოწმობები და რეკომენდაციები
  • ხელფასის ოდენობა

კვების მომსახურების კომპანია

  • ფირმის პრეზენტაცია
  • რეკომენდაციები 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 2017 წლის 3 თებერვალი

დაინტერესებულმა ადამიანებმა/კომპანიებმა, რომელთაც აქვთ აღნიშნული დავალების შესრულების გამოცდილება და შესაძლებლობა გამოგვიგზავნეთ თქვენი განაცხადი (ზემოთ მითითებული საბუთები) შემდეგ მისამართზე:

მისამართი:
თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა
გიორგი ხუბულური
verwaltung@deutscheschule.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 55300000 რესტორნებისა და კვების საწარმოების მომსახურეობები
  • 55500000 სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების მომსახურება