ჩაბარების ვადა:

20 იანვარი 2017, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T2122 - ტენდერი საქართველოს მასშტაბით საკანცელარიო, ავეჯის და სხვა სახის საქონელის ტრანსპორტირების მომსახურეობაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს "საქართველოს ბანკი" აცხადებს ტენდერს საქართველოს მასშტაბით საკანცელარიო, ავეჯის და სხვა სახის საქონელის ტრანსპორტირების მომსახურეობაზე ბანკის სერვის ცენტრებში;

მომსახურების დასახელება: ტრანსპორტირება თბილისის და რეგიონების მასშტაბით

დამატებითი მოთხოვნები:

წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს და დარიცხვას (100 კმ.-მდე ტრანსპორტირების ხარჯის ჩათვლით);

  • წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადის და სხვა ხარჯების ჩათვლით).
  • მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–is ფორმატში:
    - საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
    - კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    - კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
  • მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზების ფაილი ფასის შეთავაზებასთან ერთად;
  • მომწოდებლებმა პროდუქტი #1-ის გასწვრივ უნდა მიუთითოს თვის განმავლობაში გაწეული მომსახურების ფიქსირებული თანხა, რომელიც უნდა მოიცავდეს მუშების მომსახურებას ფასსაც.

ფიქსირებული თანხის დათვლისას კომპანიას შეუძლია ისარგებლოს თანდართული ცხრილით სადაც მითითებულია საქ. ბანკის ობიექტების მისამართები. სადაც კომპანიას მოუწევს თბილისი, თემქა, ურეკის ქ. #2-იდან სხვადასხვა სახის ინვენტარის გადაზიდვა/უკან წამოღება. ასევე სერვისცენტრებს შორის გადაზიდვაც.

ტენდერთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ იხილოთ თანდართული ფაილი.

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2017 წლის 16 იანვრიდან – 2017 წლის 20 იანვრის ჩათვლით;
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება გენერალური ხელშეკრულება 6 თვის ვადით;
  • თანხის გადახდა მოხდება მომსახურების გაწევისა და შესაბამისი მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველზე;
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ფასი მიუთითოთ შესაბამის გრაფაში, პუნქტი #1–ის გასწვრივ;
  • გთხოვთ, ფასები მიუთითოთ ლარებში შესაბამისი პუნქტის გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.;
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით 555 000 778 - ბესო ქიტიაშვილი

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2017 წლის 20 იანვარი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=690&lang=geo

ტენდერის კატეგორია:

  • 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები

დოკუმენტაცია