ჩაბარების ვადა:

31 იანვარი 2017, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T2128 - ტენდერი სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ფინკა ბანკი საქართველო“ FMH ჰოლდინგის (FINCA Microfinance Holding) ნაწილია. ჰოლდინგში ფინკას პარტნიორები არიან საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC, World Bank Group), KfW Bankengruppe, FMO, გერმანიის განვითარების ბანკი, ნიდერლანდების განვითარების ბანკი, responsAbility GLobal Microfinance Fund, Triple Jump და სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები.

ფინკა ბანკი საქართველო დღეისათვის 40 სერვის ცენტრის საშუალებით საბანკო მომსახურებას უწევს 80 000-ზე მეტ მომხმარებელს ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში.

ფინკა საქართველო, საერთაშორისო თანამეგობრობასთან თანამშრომლობის ფონდის - FINCA International Inc.- ფილიალი, საქართველოში 1998 წლის მაისში დაარსდა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და აშშ სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ხელშეწყობით. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: www.FINCA.org, www.FINCA.ge

სს „ფინკა ბანკი საქართველო“ აცხადებს ტენდერს სერვის ცენტრებში სარემონტო სამუშაოების განსახორციელებლად.

წლის მანძილზე კომპანიის 30 მდე სერვის ცენტრში ჩატარდება როგორც მცირე ზომის სარეკონსტრუქციო ასევე მაშტაბური სარემონტო სამუშაოები; (სერვის ცენტრები მდებარეობენ საქართველოს ყველა რეგიონში)

  • კომპანია, რომელიც მიიღებს აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობას, უნდა აცნობიერებდეს, რომ მას მოუწევს მცირე ზომის სამუშოების წარმოება რეგიონებში.
  • მონაწილე კომპანიას უნდა შეეძლოს მინიმუმ 4 ობიექტზე ერთდოულად აწარმოოს მცირე სარეკონსტრუქციო და მინიმუმ ორ ობიექტზე მსხვილი სარემონტო სამუშოები, ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში.
  • ტენდერის შედეგად შეირჩევა რამოდენიმე კომპანია და არა მხოლოთ ერთი, შესაბამისად ყოველი ობიექტის რემონტის წინ, შერჩეულ კომპანიებს გადაეგზავნებათ სარემონტო სამუშაოების ჩამონათვალი და საუკეთესო ფასის წარმდგენი კომპანია მიიღებს კონკრეტულ ობიექტზე დაკვეთას.

ტენდერში მონაწილეობისათვის წარსადგენი დოკუმენტაცია:

  • სს „ფინკა ბანკი საქართველოს“ მიერ შემუშავებული სატენდერო განაცხადის ფორმა; (განაცხადი დამოწმებული უნდა იყოს ორგანიზაციის ბეჭდით და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით)
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • სარეკომენდაციო წერილი;
  • შესაბამისი ცნობა, რომელიც ამტკიცებს სამშენებლო კომპანიის ანგარიშებზე და ქონებაზე ყადაღის არარსებობას;
  • საგარანტიო და ანგარიშსწორების პირობები;
  • სს „ფინკა ბანკი საქართველოს“ მიერ შემუშავებული ხარჯთაღრიცხვის შევსებული ფორმა ამობეჭდილი და ელექტრონული ვერსია ჩაწერილი CD-ზე ან USB მოწყობილობაზე (ე.წ ფლეშკა) (ფასები მითითებული უნდა იყოს ლარებში და მოიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს);

ტენდერის ჩაბარების პირობები:

ტენდერში მონაწილე კომპანიებმა სატენდერო დოკუმენტაცია უნცა მოგვაწოდონ ფინკა ბანკი საქართველოს სათაო ოფისში: ვაჟა-ფშაველას 71, ბლოკი1, ოფისი 12, მე 3 სართული, დალუქული კონვერტით რომელზეც ეწერება ტენდერის სახელწოდება „ სარემონტო სამუშაოების ტენდერი“ და აუცილებლად მითითებული იქნება მონაწილე კომპანიის სახელწოდება.

სატენდერო წინადადებების მოწოდების ბოლო ვადაა 31 იანვარი, 2017 წელი, 18:00 საათამდე.

ნებისმიერი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: procurement@finca.ge  

განსაკუთრებული პირობები:

  • ხელშეკრულება გაფორმდება იმ სამშენებლო კომპანიებთან, რომლებიც სრულად დააკმაყოფილებს კომისიის მოთხოვნას.
  • ხელშეკრულების ვადა განისაზღვრება 1 წლის ვადით.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი არასწორი ან არასრულყოფილი წინადადება არ განიხილება.
  • წინადადებების განხილვისას, საჭიროების შემთხვევაში სატენდერო კომისია იტოვებს უფლებას სამშენებლო კომპანიას მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია. პრეტენდენტის მიერ მითითებულ ვადაში დამატებითი დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში იგი ჩაითვლება დისკვალიფიცირებულად.
  • სს „ფინკა ბანკი საქართველო“ არ არის ვალდებული პრეტენდენტს განუმარტოს თავისი გადაწყვეტილების საფუძველი.

სს ფინკა ბანკი საქართველო ახორციელებს საქმიანობას უმაღლესი ეთიკური და პროფესიული სტანდარტების მიხედვით და ბანკის შიდა წესების მიხედვით, ბანკის თანამშრომელს და/ან მასთან დაკავშირებულ პირს არ შეიძლება ჰქონდეს პირდაპირი ან არაპირდაპირი ფინანსური ინტერესი ბანკის რომელიმე კონტრაჰენტთან (ინტერესთა კონფლიქტი). აღნიშნულის გათვალისწინებით, ტენდერში მონაწილე კომპანიასა და ბანკის თანამშრომელს და/ან მათთან დაკავშირებულ პირებს შორის არ უნდა არსებობდეს ინტერესთა კონფლიქტი.

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები