ჩაბარების ვადა:

3 თებერვალი 2017, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T2133 - კონკურსი ავტო გაზგასამართი სადგურის ესკიზური პროექტის შერჩევაზე

კონკურსის აღწერილობა:

ნეოგაზი ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაკავებულია შეკუმშული ბუნებრივი აირის რეალიზაციით მის საკუთრებაში არსებული ავტო გაზგასამართი საკომპრესორო სადგურების ქსელის საშუალებით.

შპს „ნეოგაზი“ აცხადებს კონკურსს ავტო გაზგასამართი საკომპრესორო სადგურისთვის (აგგსს) ესკიზური პროექტის შერჩევაზე.

კონკურსის მიზანი:

  • კონკურსის პირველი ეტაპის მიზანია გაზგასამართი სადგურის, შენობა-ნაგებობებისა და ტერიტორიის საუკეთესო არქიტექტურული კონცეფციისა და ესკიზური პროექტის გამოვლენა.
  • მეორე ეტაპის მიზანია, საპროექტო-სახარჯთაღრიხვო დოკუმენტაციის შესყიდვა.

I ეტაპი

პრემიები:

ესკიზური პროექტის კონკურსში გამოვლინდება ორი საუკეთესო ნამუშევარი. საუკეთესო ნამუშევრებისთვის დაწესებულია:

  • პირველი ადგილი, ერთი I პრემია - 2 000 ლარი.
  • მეორე ადგილი, ერთი II პრემია - 1 000 ლარი.

კონკურსის აღწერილობა:

  • კონკურსი ტარდება ზესტაფონის რაიონში, სოფელ არგვეთაში, სკ 32.03.34.139, მდებარე აგგსს-თვის ესკიზური პროექტის შერჩევაზე.

კონკურსის ვადები:

  • საკონკურსო წინადადებების მიღება იწყება 2017 წლის 20 იანვარს და მთავრდება 2017 წლის 3 თებერვალს 15:00 სთ-ზე.
  • შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2017 წლის 15 თებერვლისა.

ზოგადი პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ არქიტექტორს და არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტს.
  • კონკურსიჩაითვლებაშემდგარად,თუსაკონკურსოდწაროდგენილიიქნებახუთიანმეტი პროექტი.
  • კონკურსანტებს შეუძლიათ შეკითხვებით მიმართონ ორგანიზატორებს საკონკურსო თემასთან დაკავშირებულ საკითხებზე, შემდეგ რეკვიზიტებზე: e_chachanidze@giec.ge, ტელ: 599 67 14 14
  • საკონკურსო წინადადებით წარმოდგენილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქული პაკეტით, ქართულ ენაზე, რომელიც ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ. პაკეტზე მითითებული უნდა იყოს კონკურსტანტის რეკვიზიტები (ორგანიზაციის დასახელება/სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონი).
  • დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო წინადადება დალუქული პაკეტით უნდა წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18.
  • კონკურსანტს უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი საკონკურსო წინადადება. ალტერნატიული წინადადება არ განიხილება.
  • კონკურსში შერჩეული პროექტ(ებ)ი გადადის კონკურსის ორგანიზატორის საკუთრებაში. ასევე, ორგანიზატორზე გადადის პროექტ(ებ)ზე ავტორის ქონებრივი უფლებები, მათ შორის განხორციელების უფლება. აღნიშნულ პროექტ(ებ)ს ორგანიზატორი გამოიყენებს თავისი შეხედულებისამებრ.

შეფასების კრიტერიუმები:

  • შესაბამისობა საკონკურსო პირობებთან.
  • არქიტექტურულ-ვიზუალური მხარე.
  • ფუნქციური გადაწყვეტა.

შეფასება განხორციელდება 10 ქულიანი სისტემით. კომპეტენციის მინიმალური ზღვარი განისაზღვრება 7 ქულით. პირველ და მეორე საპრემიო ადგილებზე გამარჯვებულებად ჩაითვლებიან კონკურსანტები, რომლებსაც მიენიჭებათ ყველაზე მაღალი ქულები.

დისკვალიფიკაცია:

  • დაგვიანებითწარმოდგენილისაკონკურსოწინადადებაარგანიხილებადადაუბრუნდება კონკურსანტს.
  • კონკურსის სხვა პირობების დარღვევა წარმოადგენს კონკურსანტის დისკვალიფიკაციის საფუძველს.
  • 7 და ნაკლები ქულით შეფასება წარმოადგენს კონკურსანტის დისკვალიფიკაციის საფუძველს.

წარმოსადგენ მასალათა ჩამონათვალი:

  •  ესკიზური პროექტის ფოტომონტაჟი და 3D ვიზუალიზაცია ამობეჭდილი A3 ფორმატზე და ელექტრონული ვერსია (CD).
  • ესკიზური პროექტის კონცეფციის განმარტებითი ბარათი მასალათა სპეციფიკაციის ჩვენებით.
  • წარმოდგენილი ესკიზური პროექტიდან გამომდინარე საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის წინადადება. წინადადება უნდა მოიცავდეს ღირებულებას ყველა გადასახადის ჩათვლით.
  • კონკურსანტის რეკვიზიტები.
  • კონკურსანტის გამოცდილების შესახებ ინფორმაცია.

კონკურსის ჩაბარების პირობები:

საპროექტო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს:

  • საინჟინრო გეოლოგიური კვლევა
  • აზომვითი ნახაზი
  • ვერტიკალური გეგმარება
  • არქიტექტურული მუშა პროექტი
  • ტექნოლოგიური პროექტი
  • კონსტრუქციული პროექტი
  • გათბობა, ვენტილაცია, კონდიცირება, სანტექნიკა
  • წყალმომარაგება-კანალიზაცია
  • ელექტრო ტექნიკური პროექტი (მოიცავს ასევე ტერიტორიის და შენობების გარე განათებას)
  • სუსტი დენების პროექტი
  • მშენებლობის ორგანიზაციის პროექტი და სამუშაოთა წარმოების გრაფიკი
  • ტერიტორიის კეთილმოწყობის პროექტი
  • ხარჯთაღრიცხვა

მოთხოვნები:

  • პროექტი უნდა ითვალისწინებდეს ბრენდი ნეოგაზის სტილისტიკას.
  • პროექტი უნდა ითვალისწინებდეს ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების წესებს და სხვა დღეისთვის მოქმედ ნორმებს, წესებს, ინსტრუქციებს და სახელმწიფო სტანდარტების მოთხოვნებს.
  • ტერიტორიაზე იზღუდება ახალი ნაგებობების მშენებლობა. დასაშვებია არსებულ შენობა-ნაგებობებს ჩაუტარდეს მხოლოდ სამღებრო-შეფუთვის, გამყარების და მიმდებარე ტერიტორიის სავალი ნაწილის მოპირკეთების სამუშაოები.

საკონკურსო განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაცია:

  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
  • საკადასტრო გეგმა
  • ტოპო გეგმა
  • ორთო ფოტო
  • სიტუაციური გეგმა
  • დისპენსერების გადახურვის კონსტრუქციული ნაწილის პროექტი
  • ბრენდ ნეოგაზის ბრენდ ბუქი
  • არსებული მდგომარეობის ფოტოსურათები
  • ნეოგაზის ტიპური სადგურების ფოტოსურათები, მდებარე მისამართებზე: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა N6 და ქ. თბილისი, გულუას ქუჩა N22

გისურვებთ წარმატებას !

შპს „ნეოგაზი“
ქ. თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 ტელ: 2 21 03 31
ელ-ფოსტა: www.neogas.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები