Tenders.ge
RMG Gold

ტენდერი სარემონტო სამუშაოებზე


ტენდერი
ჩაბარების ვადა:
დრო: 18:00
სტატუსი: დასრულებული

ტენდერის აღწერილობა:

კომპანია RMG აცხადებს ტენდერს სარემონტო სამუშაოების ჩატარების მიზნით.

სამუშაოების ჩატარების ადგილი - ბოლნისის რაიონი, დაბა კაზრეთი.

სარემონტო ობიექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია, გთხოვთ იხილოთ მიმაგრებულ დოკუმენტებში.

ტენდერში მონაწილე კომპანიებმა სატენდერო წინადადება შეგიძლიათ წარმოგვიდგინოთ, როგორც მხოლოდ ერთი ობიექტზე, ისე რამდენიმე ობიექტზე.

კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ სატენდერო წინადადება, სადაც მოცემული უნდა იყოს:

  • შესასრულებელი სამუშაოს ვადები (დეტალური გეგმა-გრაფიკი);
  • შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება (დეტალური ხარჯთაღრიცხვა);
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მესაკუთრეთა მითითებით;
  • ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან იურიდიული პირის ქონებაზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ.
  • რეკვიზიტები (მისამართები, როგორც იურიდიული ასევე ფიზიკური, ფაქტიური, ელექტრონული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები და სხვა.)
  • მონაცემები კომპანიის მიერ განხორციელებული ანალოგიური მომსახურების შესრულების შესახებ;
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • სატენდერო წინადადება უნდა იყოს წარმოდგენილი დალუქული კონვერტით, სატენდერო კომისიის მდივნის, ლილე პირველის სახელზე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ალექსიძის #1 შესახვევი III
  • სატენდერო წინადადება ასევე შეგიძლიათ მოგვაწოდოთ კოდირებული ელექტორნული ფოსტის საშუალებით, ელ.ფოსტაზე - LPirveli@richmetalsgroup.com 
  • ტენდერთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტებისათვის შეგიძლიათ მიმართოთ სატენდერო კომისიის მდივანს ელ. ფოსტაზე - LPirveli@richmetalsgroup.com 
  • კონვერტს უნდა ეწეროს პრეტენდენტის სახელი და ტენდერის დასახელება.
  • წინადადებების მიღების ბოლო ვადაა -18.08.2017 

ტენდერის კატეგორია:

  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
სატენდერო დოკუმენტაცია