ჩაბარების ვადა:

17 აგვისტო 2017, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T2797 - ტენდერი წყლის ავარიული დამჭერი ნაგებობის პროექტირებაზე

ტენდერის აღწერილობა:

კომპანია RMG Copper აცხადებს ტენდერს სს RMG Copper-ის კარიერის მიმდებარე ტერიტორიაზე წყლის ავარიული დამჭერი ნაგებობის პროექტირებაზე.

სს RMG Copper-ის კარიერში წარმოქმნილი დრენირებული წყლების ლოკალიზაციის მიზნით, ასევე მდინარეებში დაბინძურებული წყლის ზალპური ჩაშვებების თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად დაგეგმილია კარიერის მიმდებარედ მოეწყოს ავარიული დამჭერი ნაგებობა.

ნაგებობა წარმოადგენს 150000 მ3 მოცულობის მიწაში ამოთხრილ რეზერვუარს, რომელიც წყალგაუმტარობის უზრუნველსაყოფად ამოგებული იქნება მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის (HDPE) ორმაგი ფირით. ფირებს შორის წყლის გაჟონვის კონტროლისათვის საჭიროა დამონტაჟდეს საკონტროლო მილი, რომელშიც მოთავსდება სპეციალური ტუმბო. ფირის ნაწილები ერთმანეთზე მიდუღდება სპეციალური შესადუღებელი მოწყობილობით. ამავდროულად რეზერვუარს უნდა მიუერთდეს მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის მილსადენი, რომელიც მიუერთდება მჟავე წყლის არსებულ მილსადენს, ან პირდაპირ მიმართული იქნება სპილენძის გამამდიდრებელ ფაბრიკაში.

ნაგებობის ესკიზური ნახაზები, სადაც მოცემულია დეტალური პარამეტრები, შეგიძლიათ იხილოთ მიმაგრებულ დოკუმენტში.

კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ სატენდერო წინადადება, სადაც მოცემული უნდა იყოს:

  • შესასრულებელი სამუშაოს ვადები და ანგარიშსწორების პირობები;
  • შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება (დეტალური ხარჯთაღრიცხვა);
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მესაკუთრეთა მითითებით;
  • ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან იურიდიული პირის ქონებაზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ.
  • რეკვიზიტები (მისამართები, როგორც იურიდიული ასევე ფიზიკური, ფაქტიური, ელექტრონული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები და სხვა.)
  • მონაცემები კომპანიის მიერ განხორციელებული ანალოგიური მომსახურების შესრულების შესახებ;
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • სატენდერო წინადადება უნდა იყოს წარმოდგენილი დალუქული კონვერტით, სატენდერო კომისიის მდივნის, ლილე პირველის სახელზე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ალექსიძის #1 შესახვევი III
  • სატენდერო წინადადება ასევე შეგიძლიათ მოგვაწოდოთ კოდირებული ელექტორნული ფოსტის საშუალებით, ელ.ფოსტაზე - LPirveli@richmetalsgroup.com 
  • ტენდერთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტებისათვის შეგიძლიათ მიმართოთ სატენდერო კომისიის მდივანს ელ. ფოსტაზე - LPirveli@richmetalsgroup.com 
  • კონვერტს უნდა ეწეროს პრეტენდენტის სახელი და ტენდერის დასახელება.
  • წინადადებების მიღების ბოლო ვადაა -17.08.2017

Тендерное документация

RMG объявляет тендер на проектирование аварийной ловушки для воды на территории карьера АО RMG Copper. 

С целью локализации дренированной в створ карьера воды, а также для избегания залповых сбросов загрязненной воды в реки запланировано построить структуру аварийной ловушки на территории прилегающий к карьеру.

Строение из себя представляет вырытый в землю резервуар емкостью 150000 м3, который для обеспечения водонепроницаемости обложен двойной полиэтиленовой пленкой высокой плотности (HDPE). Между пленками, для контроля утечки воды, должна быть монтирована контрольная труба, куда поместится специальная помпа. Секции пленки будут сварены между собой специальной сваркой. Кроме того, к резервуару должно присоединится полиэтиленовый трубопровод высокой плотности (HDPE), который в свою очередь присоединится к существующему трубопроводу карьерной кислой воды, или же прямо присоединится к медной обогатительной фабрике. 

Пожалуйста, смотрите эскизные чертежи с указанием точных параметров в прилагаемом документе

Участники должны представить свое тендерное предложение, где должно быть представлено:

  • Детальная оценка (Стоимость предложения должна быть отражена в валюте, включая все расходы, связанные с поставкой или изготовлением товаров и всеми налогами, применяемыми законодательством Грузии, включая НДС) и условия оплаты;
  • Детальный график;
  • Информация об опыте участника тендера в этой сфере;
  • Подробная информация, включая, но не ограничиваясь: юридический адрес юридического лица, а также физические, фактические, электронные адреса, телефоны, банковские реквизиты и т. Д.;
  • Тендерное предложение, поданное участником тендера должно быть подписано и / или запечатано в уполномоченном (ых) лицом (-ах).

Условия подачи тендерного предложения:

  • Тендерное предложение должно быть представлено в запечатанном конверте на имя Лиле Пирвели по следующему адресу: Тбилиси, ул. М. Алексидзе № 1 пер. 3
  • Компании могут подавать тендерное предложение в виде закодированных электронных документов по адресу электронной почты: LPirveli@richmetalsgroup.com ; Предоставляя пароль до истечения срока действия тендера.
  • По всем вопросам относительно проведения тендера, вы можете обратиться к секретарю тендерной комиссии по электронной почте - LPirveli@richmetalsgroup.com 
  • На конверте должно быть указано название компании и имя претендента
  • Крайний срок подачи предложений – 17.08.2017

ტენდერის კატეგორია:

  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები