ჩაბარების ვადა:

8 სექტემბერი 2017, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T2842 - ტენდერი სატრანსპორტო/ტვირთების გადაზიდვის მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს სატრანსპორტო/ტვირთების გადაზიდვის მომსახურებაზე.

სატენდერო დოკუმენტების განხილვის შედეგად სატენდერო კომისია შეარჩევს კომპანიას, რომელიც შემოგვთავაზებს საუკეთესო ფასს და მომსახურების პირობებს, რომელთანაც გაფორმდება ერთ წლიანი ჩარჩო მომსახურების ხელშეკრულება.

თანდართულ ფაილებად იხილეთ გადაზიდვის მომსახურების პირობები (დანართი N1) და ფასთა ცხრილი.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად შემოთავაზება უნდა მოგვაწოდოთ დალუქული კონვერტით, სს „ტერაბანკი“-ს კანცელარიაში შემდეგ მისამართზე: თბილისი 0103, წმ ქეთავან დედოფლის გამზ. 3.

სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას და ინფორმაციას:

  • ფასთა ცხრილი (შევსებული თანდართული ფაილის შესაბამისად, უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და კომპანიის ბეჭდით დამოწმებული.);
  • კორპორატიული კლინტების ჩამონათვალი;
  • მინ. 3 წლიანი გამოცდილება სესაბამის სფეროში;
  • მინიმუმ სამი ორიგინალი სარეკომენდაციო წერილი(ბოლო 6 თვის გაცემული);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების შესახებ;
  • საბანკო ამონაწერი ან ბანკთან შედარების აქტი ბრუნვების შესახებ (ბოლო 6 თვის);
  • შეთანხმება კონფიდენციალურობაზე (იხ. თანდართული ფაილი);

აუცილებელი პირობა:

  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ბანკი ანგარიშწორებას აწარმოებს მხოლოდ სს „ტერაბანკში“ გახსნილ საბანკო ანგარიშზე

გთხოვთ კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი მონაცემები:

  • კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, მობ.ნომერი/ტელეფონი, ელ-ფოსტა; მისამართი);
  • ტენდერის დასახელება – „ტენდერი სატრანსპორტო/ტვირთების გადაზიდვის მომსახურებაზე“
  • ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის, 8 სექტემბერი (18:00 საათამდე).

ტექნიკური საკითხების შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლაშა ჭანტურიძე, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: lasha.chanturidze@terabank.ge  ან ნომერზე: 2 55 00 00 (1153), ხოლო ტენდერის პროცედურების, ვადების და მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის შესახებ დაუკავშირდით ანდრო ტატიშვილს ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: Andro.Tatishvili@terabank.ge  ან ნომერზე: 2 55 00 00 (2008)

შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია

ტენდერის კატეგორია:

  • 60600000 წყლის ტრანსპორტის მომსახურებები
  • 63100000 ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები