ჩაბარების ვადა:

21 სექტემბერი 2017, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T2873 - ტენდერი კომპანიის დისკსაცავის გაუმჯობესებაზე (Upgrade) მომწოდებლის მასალით

ტენდერის აღწერილობა: 

შპს „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ აცხადებს ტენდერს მომსახურების შესყიდვაზე: კომპანიის დისკსაცავის გაუმჯობესებაზე (Upgrade) მომწოდებლის მასალით 06/09-GIG-S/STU-17

შესყიდვის ზოგადი პირობები:

  • არსებული დისკსაცავის მოდელი: 3PAR 7200.
  • სამუშაოები განხორციელდება მისამართზე: ქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას ქ. N7 (ნიუ ტელკოს დატა ცენტრში);
  • აუცილებელი პირობა: საინსტალაციო სამუშაოები უნდა განხორციელდეს HP-ს სერტიფიცირებული ინჟინრის მიერ.

შესასყიდი მასალებისა და ლიცენზიების სერიული ნომრები, დასახელებები და შესაბამისი რაოდენობები, გთხოვთ, იხილოთ დართულ ფაილში.

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით დეტალურად ჩაშლილი თითოეული მასალისა და საერთო საინსტალაციო სამუშაოების მიხედვით;
  • ინფორმაცია გადახდის პირობებისა და ვადების შესახებ;
    შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტიის წარმოდგენა მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, გადაწყვეტილების მიმღები პირის საკონტაქტო ინფორმაცია);

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას კომპანიას მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ.

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

  • სატენდერო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
  • კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტის დასახელება, ტენდერის დასახელება და ნომერი;
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18, GIG PLAZA;
  • საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე; ტელ: 551 11 22 22; ელ-ფოსტა: v_maisuradze@giec.ge .
  • საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: გია წიტაიშვილი, საკონტაქტო ნომერი: 577 50 38 28

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2017 წლის 21.09.2017, 17:00 საათი.

ტენდერის კატეგორია:

  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები