ჩაბარების ვადა:

29 სექტემბერი 2017, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T2898 - ტენდერი მეორადი დიზელ გენერატორების გაყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

Tenders.ge პარტნიორი კომპანიისთვის აცხადებს ტენდერს მეორადი დიზელ გენერატორების გაყიდვაზე.

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • გასაყიდი გენერატორების მოდელი და ადგილმდებარეობა [სპეციფიკაცია];
  • სააპლიკაციო ფორმა.

პირობები: 

  • საქონლის მდგომარეობა - მეორადი (საქონლის მდგომარეობა იხ. სპეციფიკაციაში).
  • მყიდველმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს აღნიშნული ინვენტარის ტრანსპორტირება (ინვენტარის ადგილმდებარეობა იხილეთ სპეციფიკაციაში).
  • აღნიშნული ინვენტარის ნახვა შესაძლებელია წინასწარი შეთანხმების საფუძველზე საქონლის მდებარეობის მიხედვით.
  • საქონელი იყიდება როგორც მთლიანად ასევე ცალ ცალკე (შეგიძლიათ შემოგვთავაზოთ ფასი ერთ მოდელზე ან რამდენიმეზე ერთდროულად). 

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

  • ფასები სატენდერო მოთხოვნის შესაბამისად (იხ. მიმაგრებული სპეციფიკაცი);
  • იურიდიული პირის შემთხვევაში ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან ხოლო ფიზიკური პირის შემთვევაში პირადობის მოწმობის ასლი;
  • შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა (იხ. თანდართულ ფაილში).

*** შემოთავაზებული ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ..).

გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა);
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების ქვეგანყოფილება
  • წარწერა: ”კონფიდენციალურია”;
  • გთხოვთ მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი (არსებობის შემთხვევაში) კონვერტის დალუქვის ადგილზე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზგების გამზ. 21 და განათავსეთ პირველ სართულზ არსებულ ტენდერების ყუთში.

შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა: 29 სექტემბერი 2017 . (18:00- მდე) 

ტექნიკურ/ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ:

გიორგი ნახუცრიშვილი
ადმინისტრაციული ქვეგანყოფილება
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0160
ტელ.: (+99532) 2202222 (1891)
E-mail: g.nakhutsrishvili@procreditbank.ge

ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:

რუბენ კაზაროვი
შესყიდვების ქვეგანყოფილება
ტელ.: (+995 32) 2202222 (1578)
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0160
E-mail: tenders@procreditbank.ge 

ტენდერის კატეგორია:

  • 42100000 დანადგარები მექანიკური ენერგიის წარმოებისა და გამოყენებისთვის
  • 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები