ჩაბარების ვადა:

31 ოქტომბერი 2017, 14:00

სტატუსი:

დასრულებული

T2917 - ტენდერი სამშენებლო სამუშაოების ჩატარებაზე და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. სატენდერო დოკუმენტაციის ჩაბარების ბოლო ვადაა 2017 წლის 31 ოქტომბერი.

ტენდერის აღწერილობა:

SOS ბავშვთა სოფელი აცხადებს ტენდერს სამშენებლო სამუშაოების ჩატარებაზე და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობაზე.

სამშენებლო სამუშაოების ჩატარებასთან და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებული მომსახურების მოწოდების მიზნით, ავსტრიის სპორტის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის - ,,ჯანსაღი ცხოვრების მხარდაჭერა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში“ ფარგლებში, ასოციაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“ იწვევს სამშენებლო კომპანიებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

დაინტერესებულ სამშენებლო კომპანიებს ტექნიკური დავალების/სატენდერო პაკეტის ჩამოტვირთვა შეუძლიათ ამავე ვებ–გვერდიდან.
ტექნიკური დავალება გულისხმობს შემდეგ სამუშაოებს: სპორტული მოედნის მოწყობა და ინვენტარის შეძენა-მონტაჟი

სატენდერო დოკუმენტაცია შედგება მოსალოდნელ სამუშაოთა ჩამონათვალისაგან. სამუშაოთა ჩამონათვალი შეიძლება შეიცვალოს, ხოლო ჩასატარებელ სამუშაოთა და შესაძენი ინვენტარის რაოდენობა დადგინდება შემსრულებელი ორგანიზაციისა და დამკვეთის ერთობლივი მუშაობით.

თანხის გადახდა მოხდება საქონლის/მომსახურების მიღების შემდგომ, ავანსად თანხის მოთხოვნის შემთხვევაში კომპანიამ უნდა წარმოადგინოს საბანკო გარანტია საავანსო თანხაზე. ავანსი გაიცემა მხოლოდ საბანკო გარანტიის საფუძველზე არაუმეტეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მთლიანი ღირებულების 30 %-ისა.

სავალდებულო მოთხოვნები:
ტენდერში მონაწილე ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

  • ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, საბანკო რეკვიზიტები);
  • უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა საგადასახადო დეპარტამენტიდან, რომ მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის ანგარიშზე არ აღირიცხება დავალიანება;
  • ინფორმაცია ბოლო 3 წლის განმავლობაში ანალოგიური სამუშაოების შესრულების შესახებ (სამუშაოთა მოცულობისა და ღირებულებების მითითებებით) შესაბამისი 3 რეკომენდაციით, შესრულებული სამუშაოების ამსახველი ფოტო-მასალით;
  • პროექტში მონაწილე თანამშრომელთა სია და მათი კვალიფიკაციები;
  • შევსებული უწყისი – ხარჯთაღრიცხვა. (ხარჯთაღრიცხვა უნდა მომზადდეს მხოლოდ მას შემდეგ, როცა დაინტერესებული კომპანია წინასწარ დაათვალიერებს სამშენებლო სამუშაოების ჩატარებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით ორგანიზაციის მიერ შერჩეულ ტერიტორიას (მის: ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი ინგირი, საკონტაქტო ტელ: 591 91 92 54).
  • ინვენტარის დეტალური სპეციფიკაცია და ფოტოსურათები.

მომსახურების გაწევის ვადები: 3 ნოემბერი - 25 დეკემბერი, 2017 წელი.
სამუშაო ადგილი: ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი ინგირი.

გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, ტექნიკური (პუნქტი 1, 2, 3, 4, 5, 6, 7) და ფასის (პუნქტი 8, 9) განაცხადი ცალ–ცალკე კონვერტით უნდა იქნას წარმოდგენილი (თითოეული კონვერტი უნდა იყოს ბეჭდით დალუქული); ფასის კონვერტში ხელმისწავდომი უნდა იყოს ხარჯთაღრიცხვის ელექტრონული ვერსიაც CD-ზე ჩაწერილი.

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ერთ ეგზემპლარად, ქართულ ენაზე. გთხოვთ, ბეჭდით დალუქულ კონვერტებზე სათაურად მიუთითოთ როგორც „სარემონტო სამუშაოები“, ისე კომპანიის სახელწოდება, ტექნიკური ან ფასის განაცხადი

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა: 2017 წლის 31 ოქტომბერი, 14:00 საათი.
განაცხადების ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: ქ. ზუგდიდი, რუსთაველის ქ. N93, III სართული, „ოჯახის გაძლიერების პროექტი“.

ასოციაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“ დაუკავშირდება მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებმაც დააკმაყოფილეს სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები. მომსახურების გაწევის ფასი არის კონფიდენციალური.

ტენდერის კატეგორია:

  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები