ჩაბარების ვადა:

2 ოქტომბერი 2017, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T2931 - ტენდერი ვებ-აპლიკაციის შექმნაზე

ტენდერის აღწერილობა:

ორგანიზაცია „ქეა საერთაშორისო კავკასიაში“ (CARE International in the Caucasus), პროექტისთვის „თანამშრომლობა საქართველოში სოფლის აღორძინებისათვის“, რომელიც პროგრამა ENPARD საქართველოს ფარგლებში ხორციელდება, აცხადებს კონკურსს crowdfunding-ის სტილის ვებ-აპლიკაციის შექმნაზე, რომელსაც ასევე ონლაინ-მაღაზიის ფუნქცია ექნება. აპლიკაცია ერთმანეთთან დააკავშირებს:

  • ინვესტორებს და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ბიზნეს იდეებს
  • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს პოტენციურ კლიენტებთან პროდუქციის შესყიდვის მიზნით

აპლიკაცია საშუალებას მისცემს ინვესტორებს i) გაეცნონ კოოპერატივების ბიზნეს კონცეფციებს და ii) დააფინანსონ ამ იდეების განხორციელება. CARE შუამავლობას გაუწევს ურთიერთობას კოოპერატივსა და ინვესტორებს შორის, რათა უზრუნველყოს ურთიერთობების გამჭვრივალობა და იდეების სათანადო განხორციელება.
აპლიკაციის მეორე ფუნქცია გახლავთ i) კოოპერატივების პროდუქციის რეკლამირება ii) მათი პოტენციურ კლიენტებთან დაკავშირება.

ქეა ეძებს კომპანიას, რომელიც განახორციელებს ვებ-აპლიკაციის შექმნას და განვითარებას, საშუალებას მისცემს ინვესტორებს და საზოგადოების სხვა წევრებს დააფინანსონ და განახორციელონ ინვესტიციები ბიზნეს-იდეებში და შეიძინონ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების პროდუქცია.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

დაინტერესებულმა მხარეებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ 2017 წლის 2 ოქტომბრის 18:00 საათამდე დოკუმენტში მითითებულ ელ. მისამართებზე.

დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად ტენდერის თაობაზე იხილეთ მიმაგრებული დოკუმენტი ინგლისურ ენაზე.

Tender Description:

In the context of the implementation of the project “Cooperation for Rural Prosperity in Georgia” funded by ENPARD-Georgia, CARE International in the Caucasus is announcing a tender for setting up a web-based application similar to crowdfunding concept, which will also serve as an online market and link:

  • Investors to business ideas from agricultural cooperatives.
  • Agricultural cooperatives to potential clients for the purchase of their products.

The application will allow investors i) to see cooperatives’ business concepts and ii) to provide funds for the implementation of those ideas. CARE will broker relations between them, ensuring fairness and transparency on both sides, and monitoring the proper execution of those ideas.
The second feature should facilitate i) the promotion of products from the cooperatives and ii) connect them to potential clients.

CARE requires a service provider for the design and development of a web-based application, linked to CARE website, allowing the public and investors to invest in business ideas and buy products from Agricultural Cooperatives. These investments are foreseen to be done mostly through crowdfunding or contributions from numerous individuals.

Submission Terms:

Interested parties are invited to submit an application up to Monday, October 2, 2017 at 18:00 (Georgian time) on the emails indicated in the document.

ტენდერის კატეგორია:

  • 48300000 დოკუმენტების, გრაფიკული გამოსახულებების შექმნის, გამოსახულების დამუშავების, დაგეგმვისა და წარმადობის გაზრდის პროგრამული პაკეტები
  • 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები