ჩაბარების ვადა:

5 ოქტომბერი 2017, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T2933 - ტენდერი სერვის ცენტრების სარემონტო სამუშაოებზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა: 

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ბანკის ობიექტებზე მიმდინარე სერვის ცენტრების სარემონტო სამუშაოებზე.

შესასყიდი პროდუქციის დეტალური აღწერილობა გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

შენიშვნა:

  • ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი;
  • შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით (ტრანსპორტირებისა და განბაჟების ხარჯების ჩათვლით)

სხვა პირობები

  • ტენდერის საფუძველზე მოხდება ფასის დაფიქსირება და თითოეული ობიექტისთვის გაფორმდება ცალ-ცალკე ხელშეკრულებები;
  • სარემონტო სამუშაოებზე უნდა ვრცელდებოდეს საგარანტიო მომსახურება 1 წლის ვადით;
  • მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს შევსებული დანართი #1 ექსელის ფორმატში.

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2017 წლის 20 სექტემბრიდან 2017 წლის 5 ოქტომბრის ჩათვლით;
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელი იყოს რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე www.tenders.bog.ge  ;
  • აირჩიოს ტენდერი და შემოთავაზებული ფასი მიუთითოს შესაბამის გრაფაში პროდუქტი #1-ის, პროდუქტი #2-ის და ა.შ გასწვრივ (ფასები უნდა მიეთითოს მეასედებით: 0,05; 0,35 და ა.შ);
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • დეტალური შეთავაზება ფასის შეთავაზებასთან ერთად;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), რეკომენდაციები;
  • კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • კომპანიის შტატში მომუშავე თანამშრომლების რაოდენობა;
  • კომპანიის ტექნიკური დანადგარების ნუსხა, აღწერილობით და დეტალური მახასიათებლებით. 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით გიორგი ბუქურს : 599565992

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2017 წლის 5 ოქტომბერი, 17:00 საათი. 

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=790&lang=geo 

ტენდერის კატეგორია:

  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები