Tenders.ge
RMG Gold

ტენდერი მეორადი ზეთის გაყიდვაზე


ტენდერი
ჩაბარების ვადა:
დრო: 18:00
სტატუსი: დასრულებული

ტენდერის აღწერილობა:

კომპანია “RMG” აცხადებს ტენდერს მეორადი ზეთის გაყიდვის მიზნით.

  • პროდუქციის დასახელება - მეორადი ზეთი
  • პროდუქციის ჯამური რაოდენობა - ამჟამად ადგილზე არსებული დაახლოებითი რაოდენობაა 30 ტონა.
  • ყოველთვიურად დამატებით იქნება დაახლოებით 4 ტონა.
  • პროდუქციის მიწოდების ადგილი - ბოლნისის რაიონი, დაბა კაზრეთი.
  • ხელშეკრულება გაფორმდება 6 თვის ვადით

პრეტენდენტის მიმართ წაყენებული მოთხოვნები:

  • მყიდველი ვალდებულია, საკუთარი ხარჯებითა და საშუალებებით მოახდინოს „გამყიდველის“ საწარმოო ტერიტორიიდან პროდუქციის გატანა.
  • ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდა განხორციელდება მეორადი ზეთის გატანამდე არანაკლებ ორი დღით ადრე და მხოლოდ მისი ღირებულების გადახდის შესაბამისი საბუთის გამყიდველისათვის წარდგენის შემდეგ მოხდება პროდუქციის გატანა საწარმოო ტერიტორიიდან.

ტენდერში მონაწილეობისათვის პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ სატენდერო წინადადება, სადაც წაროდგენილი უნდა იყოს:

  • პროდუქციის შესყიდვის ფასი და გატანის ვადები;
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მესაკუთრეთა მითითებით; (იურიდიული პირის შემთხვევაში)
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; (ფიზიკური პირის შემთხვევაში)
  • რეკვიზიტები (მისამართები, როგორც იურიდიული ასევე ფიზიკური, ფაქტიური, ელექტრონული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები და სხვა.)
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • სატენდერო წინადადება უნდა იყოს წარმოდგენილი დალუქული კონვერტით, სატენდერო კომისიის მდივნის, ლილე პირველის სახელზე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ალექსიძის #1 შესახვევი III
  • სატენდერო წინადადება ასევე შეგიძლიათ მოგვაწოდოთ კოდირებული ელექტრონული ფოსტის საშუალებით, ელ.ფოსტაზე - LPirveli@richmetalsgroup.com , შემდგომში, ტენდერის ვადის ამოწურვამდე კოდის გამოგზავნის პირობით.
  • ტენდერთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტებისათვის შეგიძლიათ მიმართოთ სატენდერო კომისიის მდივანს ელ. ფოსტაზე - LPirveli@richmetalsgroup.com  
  • კონვერტს უნდა ეწეროს პრეტენდენტის სახელი და ტენდერის დასახელება.
  • წინადადებების მიღების ბოლო ვადაა - 18.10.2017

ტენდერის კატეგორია:

  • 09200000 ნავთობი, ქვანახშირი და ნავთობპროდუქტები