ჩაბარების ვადა:

17 ნოემბერი 2017, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T3137 - ტენდერი ბრენდირებული ქოლგების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი -აცხადებს ტენდერს: 

  • ნომრით #-EF-GE/354
  • დანიშნულება : ბრენდირებული ქოლგების შესყიდვა

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • სპეციფიკაცია;
  • ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

  • შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • პროდუქტის ხელმოწერილი სპეციფიკაცია.

ტენდერის პირობები:

  • ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);
  • მოთხოვნილი საქონელი მოწოდებული უნდა იქნას 2018 წლის თებერვალში;
  • იმისათვის რომ მიღებული შემოთავაზება აკმაყოფილებდეს ჩვენს მოთხოვნებს, არსებული ნიმუშის ნახვა შეგიძლიათ ლუდსახარშ ნატახტარში, მცხეთის რაიონი, სოფელი ნატახტარი;
  • გადახდის პირობები: მოწოდებიდან 120 დღე.
  • 1.8 მ ზომის ქოლგის რაოდენობა არის 300 ცალი;
  • 4 მ (400x400) ზომის ოთხკუთხედი ქოლგის რაოდენობა არის 1,305 ცალი;
  • 1.8 მ ზომის ქოლგების ფასი უნდა იყოს პლასტმასის საძირეების ჩათვლით;
  • 4 მ ზომის ქოლგებისთვის გვჭირდება ბეტონის ფილების შემოთავაზება, რომლის ფასი უნდა იყოს გამოყოფილი, ხოლო მეტალის საძირეების ფასი უნდა შედიოდეს ქოლგის ფასში;

შენიშვნა:მომწოდებლის მიერ ქოლგის ალტერნატიული მასალის შემოთავაზება ფასის შემცირების მიზნით ასევე განიხილება სატენდერო კომისიის მიერ. ქოლგის მასალა არის 100%-იანი პოლიესტერი.

გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება : შესყიდვების დეპარტამენტი;
  • წარწერა: "კონფიდენციალურია";
  • გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. "ლუდსახარში ნატახტარი"

შემოთავაზების მიღება იწყება 06.11.2017 18:00
შემოთავაზების მიღება მთავრდება 17.11.2017 18:00

შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
თეკლა ნოზაძე
შესყიდვების დეპარტამენტი
ს.ს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი
სათაო ოფისი, სოფ. ნატახტარში
ტელ.: (+99532) 180797
ელფოსტა: tenders@ge.anadoluefes.com 

ტენდერის კატეგორია:

  • 39200000 ავეჯის აქსესუარები
  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები