ჩაბარების ვადა:

17 ნოემბერი 2017, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T3138 - ტენდერი ბლოკნოტებისა და კალმების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი -აცხადებს ტენდერს:

  • ნომრით #-EF-GE/355
  • დანიშნულება : ბლოკნოტების და კალმების შესყიდვა

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
  • დიზაინი.

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

  • შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • შემოთავაზებული პროდუქტის ნიმუშები.

ტენდერის პირობები:

  • ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);
  • მოთხოვნილი საქონელი მოწოდებული უნდა იქნას 2017 წლის დეკემბერში;
  • გადახდის პირობები: საქონლის მიღებიდან 30 დღე.
  • რაოდენობები და მახასიათებლბები:
    - პატარა ზომის (21X13) ბლოკნოტი - 80 ცალი,შესაკრავი რეზინით, ორი სანიშნით, ლურჯი, ვერცხლისფერი ბრენდირებით, არ არის აუცილებელი მაგარი ყდა ჰქონდეს. წინა საინფორმაციო გვერდები არ გვჭირდება არაფერი, ბლოკნოტის შიდა მხარეც გვინდა მაქსიმალურად მარტივი, ზედმეტი წარწერების გარეშე. აუცილებელია კარგად იშლებოდეს. კარგი იქნება თუ ექნება კალამის ჩასადები რეზინიც.
    - მოზრდილი ზომის ბლოკნოტი - 10 ცალი, საინფორმაციო გვერდებით, შიდა ფურცლების შლაზე მთელი კვირა რომ ეტეოდეს, მყარი ყდით, სანიშნით, ლურჯი, ვერცხლისფერი ბრენდირებით (ისეთივე როგორც შარშან: Efes Georgia, Natakhtari, 2018). კარგი იქნება თუ ექნება სავიზიტო ბარათების ჩასადებიც.
    - კალამი - 100 ცალი, ლურჯი, ვერცხლისფერი ბრენდირებით (Natakhtari), თხელი.

გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება : შესყიდვების დეპარტამენტი;
  • წარწერა: "კონფიდენციალურია";
  • გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. "ლუდსახარში ნატახტარი"

  • შემოთავაზების მიღება იწყება 09.11.2017 16:00
  • შემოთავაზების მიღება მთავრდება 17.11.2017 16:00

შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ნათია ვაშაძე
შესყიდვების დეპარტამენტი
ს.ს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი
სათაო ოფისი, სოფ. ნატახტარში
ტელ.: (+99532) 180797
ელფოსტა: tenders@ge.anadoluefes.com 

ტენდერის კატეგორია:

  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
  • 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები
  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა