ჩაბარების ვადა:

17 ნოემბერი 2017, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T3149 - ტენდერი გათამაშების დოლურის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ნეოგაზი“ აცხადებს ტენდერს გათამაშების დოლურის შესყიდვაზე #10/11-NEO-S/CR-17

შესყიდვის ობიექტის დახასიათება:

  • გათამაშების დოლურა, ელექტროძრავით;
  • დოლურა უნდა იყოს ბრენდირებული, ნეოგაზის ბრენდის სტილისტიკის გათვალისწინებით;
  • ტვირთამწეობა საორიენტაციოდ 200 კგ;
  • რაოდენობა - 1 ცალი

აუცილებელი პირობა:

  • ელ.დოლურის ტრანსპორტირება დამკვეთის მიერ მითითებულ მისამართზე ქ.თბილისის მასშტაბით;
  • სატესტო რეჟიმში შემოწმება პირდაპირ ეთერამდე;
  • მხარდაჭერა პირდაპირი ეთერის პერიოდში;

 დართულ ფაილში, გთხოვთ, იხილოთ:

  • ბრენდის ლოგოტიპის ფაილი

 შპს „ნეოგაზი“ იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • შემოთავაზებული პროდუქტის დიზაინი და ტექნიკური სპეციფიკაცია;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ
    - შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია საგარანტიო ვადის შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
  • სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე. v_maisuradze@giec.ge  ; 551 11 22 22.
  • საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: ესმა ჩაჩანიძე. საკონტაქტო ნომერი: 599 67 14 14

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 17.11.2017, 15:00 სთ.

ტენდერის კატეგორია:

  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა