ჩაბარების ვადა:

13 დეკემბერი 2017, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T3242 - ტენდერი ფაუნის კვლევაზე

ტენდერის აღწერილობა:

კომპანია RMG Copper აცხადებს ტენდერს მონიტორინგის მიზნით ფაუნის კვლევაზე.

  • პროექტის განხორციელების ვადებია: 15.12.2017 - 15.01.2018
  • ობიექტი : RMG Copper-ის საწარმოო უბნის მიმდებარე ტერიტორია; მდ. მაშავერა

პრეტენდენტის მიმართ წაყენებული მოთხოვნებია:

  • კომპანიის შემთხვევაში მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება და ძირითადი პერსონალის რეზიუმეები
  • ძირითადი ექსპერტების განათლება / გამოცდილება

დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ მასალებში

კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ სატენდერო წინადადება, სადაც მოცემული უნდა იყოს:

  • შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება (დეტალური ხარჯთაღრიცხვა) და ანგარიშსწორების პირობები;
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მესაკუთრეთა მითითებით;
  • ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან იურიდიული პირის ქონებაზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ.
  • რეკვიზიტები (მისამართები, როგორც იურიდიული ასევე ფიზიკური, ფაქტიური, ელექტრონული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები და სხვა.)
  • მონაცემები კომპანიის მიერ განხორციელებული ანალოგიური მომსახურების შესრულების შესახებ;
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • სატენდერო წინადადება უნდა იყოს წარმოდგენილი დალუქული კონვერტით, სატენდერო კომისიის მდივნის, ლილე პირველის სახელზე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ალექსიძის #1 შესახვევი III
  • სატენდერო წინადადება ასევე შეგიძლიათ მოგვაწოდოთ კოდირებული ელექტორნული ფოსტის საშუალებით, ელ.ფოსტაზე - To: LPirveli@richmetalsgroup.com   Cc: NDvali@richmetalsgroup.com 
  • ტენდერთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტებისათვის შეგიძლიათ მიმართოთ სატენდერო კომისიის მდივანს ელ. ფოსტაზე - LPirveli@richmetalsgroup.com  
  • კონვერტს უნდა ეწეროს პრეტენდენტის სახელი და ტენდერის დასახელება.
  • წინადადებების მიღების ბოლო ვადაა - 13.12.2017

ტენდერის კატეგორია:

  • 73100000 მომსახურებები კვლევისა და ექსპერიმენტული განვითარების სფეროში
  • 73200000 კვლევასა და განვითარებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები
  • 73300000 კვლევისა და განვითარების დაპროექტება და განხორციელება
  • 79300000 ბაზრის კვლევა და ეკონომიკური კვლევა; გამოკითხვები და სტატისტიკა