Tenders.ge
RMG Gold

მოწვევა მდ. კაზრეთულას ბეტონის მილში მოთავსება და კარიერული წყლის შემკრები დამბის რეაბილიტაციაზე


ტენდერი
ჩაბარების ვადა:
დრო: 18:00
სტატუსი: დასრულებული

ტენდერის აღწერილობა:

Rich Metals Group იწვევს კონტრაქტორის შერჩევის პროცესში მონაწილეობის მიღების მიზნით დაბინძურებისაგან დაცვის მიზნით მდ. კაზრეთულას ბეტონის მილში მოთავსება და კარიერული წყლის შემკრები დამბის რეაბილიტაციაზე.

  • მონაწილე კომპანიის იურიდიული სტატუსის დასადგენად საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადა: 08.01.2018
  • კომერციული წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 19.01.2018
  • პოტენციური პრეტენდენტების გამოვლენის ბოლო ვადა: 31.01.2018

ორგანიზატორი: Rich Metals Group
სამუშაოების შესრულების ადგილი : ბოლნისის რაიონი, დაბა კაზრეთი

კონტრაქტორების შერჩევის პროცესში მონაწილე კომპანიები ადასტურებენ თავიანთ თანხმობას ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებით თანამშრომლობაზე და გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ უზრუნველყოფენ სამუშაოთა შესრულებას წარმოდგენილი კომერციული წინადადებისა და დოკუმენტების მიხედვით. შესაძლებელია ამ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაციის მეტად დეტალიზირება და დაზუსტება ორგანიზატორის მიერ.

პროცესში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • 1-ლი პაკეტი: ინფორმაცია მონაწილე კომპანიის იურიდიული სტატუსისა და ანალოგიურ პროექტებში მონაწილეობის გამოცდილების შესახებ (დანართი # 2)
  • პირველ ეტაპის შემდგომ შერჩეულ მონაწილეებს მიეწოდებათ პროექტები, რის შემდეგაც კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ მე-2 პაკეტი: –კომერციული წინადადება

მონაწილემ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება შემდეგი პირობების გათვალსიწინებით:

  • კომერციული წინადადება:
  • ენა : ქართული, რუსული
  • შემოთავაზებული ფასი
  • კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასები ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
  • პრეტენდენტი უფლებამოსილია წინადადება წარმოადგინოს როგორც ყველა ლოტზე, ისე ცალკეულ მათგანზე.
  • კომერციული წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, არ იქნება განხილული.
  • კომპანია იტოვებს უფლებას ხელშეკრულებები გააფორმოს ცალ-ცალკე ლოტებში წარმოდგენილ მომსახურებაზე.

კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

  • გადახდის პირობები (სასურველია გადახდა განხორციელდეს მოსმახურების შესრულების შემდეგ (45-60 დღიანი კონსიგნაცია);
  • მომსახურების ღირებულება ლოტების მიხედვით;
  • დაინტერესებულმა პირებმა შეიძლება წარმოადგინონ კომერციული წინადადება სამივე ლოტზე ერთდოულად ან რომელიმე მათგანზე ცალკე.

კომერციული წინადადებები ძალაში იქნება კონტრაქტორის შერჩევის პროცესის დასრულებამდე. აღნიშნული პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებები გაფორმდება მხარეებს შორის.

  • მონაწილე კომპანიის კომერციული წინადადება განხილული იქნება, როგორც საფუძველი კონტრაქტორის შერჩევის პროცესში პოტენციური პრეტენდენტის გამოვლენისათვის.
  • ანტიკორუფციული პირობები: პოტენციური პრეტენდენტი, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ვალდებულია დაემორჩიულოს ანტიკორუფციულ პირობებს, რომლებიც წარმოდგენილია დანართში #1
  • კომერციული წინადადების ჩაბარების პირობები: ყველა კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ორგანიზატორის მისამართზე : ქალაქი თბილისი, მ.ალექსიძის ქუჩა #1, შესახვევი #3. წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქული კონვერტით (გარდა მონაწილის იურიდიული სტატუსისა და ავტო პარკის მახასიათებლების დასადგენად საჭირო დოკუმენტაციისა)

კომერიცული წინადადებები შესაძლებელია ასევე წარმოდგენილ იქნეს შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე:

საკონტაქტო ინფორმაცია:
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტი:

  • დირექტორი: ანდრეი ლიტვინენკო Т +995 591 073 110.
  • მოადგილე: ზურა ძაგნიძე Т +995 577 992 212.
  • მდივანი: ლილე პირველი Т +995 579 552 051.

შესასყიდი მომსახურების დეტალური აღწერილობა გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

ტენდერის კატეგორია:

  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 90400000 ჩამდინარე წყლებთან დაკავშირებული მომსახურებები
სატენდერო დოკუმენტაცია