ჩაბარების ვადა:

18 იანვარი 2018, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T3352 - ტენდერი ავტომანქანების ვიდეორეგისტრატორებით აღჭურვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს ფინკა ბანკი საქართველო მიკროსაფინანსო ჰოლდინგის FINCA Microfinance Holdings (FMH) გლობალური ქსელის ნაწილია, ფინკა ბანკს ძლიერი საერთაშორისო ფინანსური პარტნიორები ჰყავს როგორიცაა: FINCA International (USA), საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია (IFC, World Bank Group) (USA), KFW Bankengruppe-გერმანიის განვითარების ბანკი, FMO-ნიდერლანდების გაერთიანებული ბანკი, responsAbility Social Investments AG, და Triple Jump. სს ფინკა ბანკი საქართველო, დღეისათვის 36 სერვის ცენტრის საშუალებით საბანკო მომსახურებას უწევს 100 000-ზე მეტ მომხმარებელს ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში

სს „ფინკა ბანკი საქართველო“ აცხადებს ტენდერს: ორგანიზაციის ავტომანქანების ვიდეორეგისტრატორებით აღჭურვაზე.

ტენდერის მოთხოვნები:

  • ორმაგი, წინა და უკანა ხედვის კამერები
  • კამერას სალონში უნდა გააჩნდეს მონიტორი
  • GPS მარშუტის განსაზღვრა Google-ის რუქებში
  • 1920X1080 მთლიანი HD ვიდეო რეზოლუცია
  • უნდა ქონდეს შესანიშნავი ღამის ხედვის შესაძლებლობა, ფართო დინამიური დიაპაზონი, რომელიც საშუალებას მისცემს კამერას კარგი ხარისხით ჩაიწეროს სუსტად განათებულ გარემოში.
  • ობიექტივი: 170 0 ხედვის არეალით
  • კამერას უნდა ქონდეს შესაძლებლობა ჩანაწერების 3, 5 და 10 წუთიანი ინტერვალებით გაკეთების და ფაილებში შენახვის მანამდე სანამ ჩიპი არ შეივსება.
  • ავარიის ავტომატური აღმოჩენა- (G- სენსორი) ავტომატურად უნდა დაიბლოკოს და შეინახოს ნებისმიერი ვიდეო ფაილი, რომელიც დაფიქსირდება მაშინ, როდესაც კამერა აღმოჩნდა მკვეთრი გადაადგილების ან მკვეთრი შეცვლის პოზიციაში.
  • ავტომანქანებზე ინსტალაცია
  • 128 გბ მიკროჩიპი
  • მინიმუმ 2 წლის გარანტია და მომსახურება

კომპანიების მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • თქვენს მიერ შემოთავაზებულ პროდუქტზე სრულად შევსებული დოკუმენტი;
  • ხარჯების ანაზღაურების პირობები, საჭირო დოკუმენტები და პროცედურა
  • პროდუქციის ღირებულება უნდა მოგავწოდოთ ლარში დღგ.ს ჩათვლით
  • ინვოისისა და პროდუქციის მოწოდების ვადები
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

გთხოვთ, ტენდერის მასალები მოგვაწოდოთ დალუქული კონვერტით მისამართზე: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი #71, ბლოკი I, მე-3 სართული, ოფისი #12 – ს.ს. „ფინკა ბანკი საქართველო“-ს სათავო ოფისი.

კონვერტზე უნდა მიუთითოთ მონაწილე კომპანიის დასახელება ასევე, ტენდერის სახელწოდება და მოათავსოთ დალუქულ სატენდერო ყუთში.

შემოთავაზების შემოტანა შესაძლებელია ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 09:00-დან 18:00-მდე. შემოთავაზების შემოტანის საბოლოო ვადა 2018 წლის 18 იანვარი 18:00 საათი.

სს ფინკა ბანკი საქართველო ახორციელებს საქმიანობას უმაღლესი ეთიკური და პროფესიული სტანდარტების მიხედვით და ბანკის შიდა წესების მიხედვით, ბანკის თანამშრომელს და/ან მასთან დაკავშირებულ პირს არ შეიძლება ჰქონდეს პირდაპირი ან არაპირდაპირი ფინანსური ინტერესი ბანკის რომელიმე კონტრაჰენტთან (ინტერესთა კონფლიქტი). აღნიშნულის გათვალისწინებით, ტენდერში მონაწილე კომპანიასა და ბანკის თანამშრომელს და/ან მათთან დაკავშირებულ პირებს შორის არ უნდა არსებობდეს ინტერესთა კონფლიქტი.

დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ელ. ფოსტის მისამართზე: Ramina.Mamedova@finca.ge ; Tamaz.Chomakhidze@finca.ge 

ტენდერის კატეგორია:

  • 32300000 ტელედა რადიოსიგნალის მიმღებები და აუდიოან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურა