ჩაბარების ვადა:

24 იანვარი 2018, 14:00

სტატუსი:

დასრულებული

T3356 - ტენდერი ნახევრადმისაბმელი ცისტერნის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა: 

"სან პეტროლიუმ ჯორჯია" აცხადებს ტენდერს ნახევრადმისაბმელი ცისტერნის შესყიდვაზე.

ტექნიკური დავალება:

  • ტევადობა -33000 ლიტრი
  • ტიხრების რაოდენობა- 7ცალი (1-6500,2-4000,3-2000,4-6500,5-2000,6-6500,7-5500)
  • ცისტერნის მასალა - ლითონი.
  • დაუტვირთავი წონა არაუმეტეს - 7500 კგ
  • ტვირთამწეობა დასაშვები - 37000 კგ
  • ყველა ტიხარის დამცლელს უნდა ჰქონდეს საერთო შემკრები (ნახევარსვლიანი მექანიკური ჩამკეტით) ავტოცისტერნის მარცხენა ფლანგზე (დანართი ფოტო მასალა)
  • ტიხრებიდან გამომსვლელ მილებზე დამონტაჟებული უნდა იყოს ჰაერის კლაპნები.
  • ხიდების რაოდენობა - 3 (BWP-ს ანალოგი)
  • სამუხრუჭე სისტემა - საყრდენი დისკებით (ABS)
  • საბურავის ზომები - 385-65-R-22.5
  • დამცლელი რეზინის მილი - 2 ცალი (75 მმ-იანი)
  • მილების შესანახი 6,5 მეტრიანი - 2 ცალი ( ცისტერნის მარჯვენა და მარცხენა მხარეს)
  • სათადარიგო საბურავი - 1 ცალი (შესაბამის სათავსოში)
  • შეღებვა - გალფის ბრენდბუქის კოლორის სესაბამისად ( დანართი ფოტომასალა)

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.

წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ 34# ( პიქსელის შენობა 6 სართული) საკონტაქტო პირი: სოსო ქარსელაძე s.karseladze@gulf-ge.com  Mob: 577 00 49 49

სატენდერო დოკუმეტაცის ჩაბარების ბოლო ვადა 2018 წლის 24 იანვარი 14:00 საათი

ტენდერის კატეგორია:

  • 34200000 სატრანსპორტო საშუალებების ძარები, მისაბმელები ან ნახევრადმისაბმელები