ჩაბარების ვადა:

25 იანვარი 2018, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T3372 - ტენდერი სხვადასხვა ტიპის მინერალური ქვაბამბების შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

შპს “მტკვარი ენერჯი” აცხადებს ტენდერს მასალის: სხვადასხვა ტიპის მინერალური ქვაბამბების შესყიდვაზე 03/01-MEG-P/MAT-18

შესყიდვის სპეციფიკაცია:

# დასახელება სისქე ზომის ერთეული რაოდენობა
1 მინერალური ქვაბამბა 80მმ მ2 200
2 მინერალური ქვაბამბა 100მმ მ2 400
3 მინერალური ქვაბამბა 120მმ მ2 400
  • ქვაბამბები შეფუთული უნდა იყოს მავთულბადეში;
  • უნდა უძლებდეს 600° C ტემპერატურას;
  • სიმკვრივე - არანაკლებ 80 კგ/მ3;

შპს „მტკვარი ენერჯი“ იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

შენიშვნა: დამკვეთი იტოვებს უფლებას სხვადასხვა პოზიცია შეიძინოს სხვადასხვა მომწოდებლისგან.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ;
    - მიწოდება უნდა განხორციელდეს მისამართზე ქ. გარდაბანი, აღმაშენებლის ქ. N2ა;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
    - ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@giec.ge ; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22.
  • საკონტაქტო პირები ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
    - მურთაზ სვანი; საკონტაქტო ნომერი: 599 18 53 72;
    - თეიმურაზ ჩიჩუა; საკონტაქტო ნომერი: 591 93 10 10.

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 25 იანვარი, 17:00 საათი.

ტენდერის კატეგორია:

  • 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები
  • 44400000 სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მათთან დაკავშირებული საგნები