ჩაბარების ვადა:

25 იანვარი 2018, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T3390 - მოწვევა კონტრაქტორის შერჩევაზე მაგისტრალური გაზსადენის მონაკვეთის გადატანის სამუშაოების შესასრულებლად

ტენდერის აღწერილობა: 

Rich Metals Group იწვევს კონტრაქტორის შერჩევის პროცესში მონაწილეობის მიღების მიზნით წითელი-ხიდი-წალკა-ალასტანის DN300 მაგისტრალური გაზსადენის კმ. ნ. 73-75 მონაკვეთის გადატანის სამუშაოების შესრულებაზე.

მონაწილე კომპანიის იურიდიული სტატუსის დასადგენად საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადა: 25.01.2018

  • ორგანიზატორი: Rich Metals Group
  • სამუშაოების შესრულების ადგილი : ბოლნისის რაიონი, დაბა კაზრეთი 

კონტრაქტორების შერჩევის პროცესში მონაწილე კომპანიები ადასტურებენ თავიანთ თანხმობას ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებით თანამშრომლობაზე და გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ უზრუნველყოფენ სამუშაოთა შესრულებას წარმოდგენილი კომერციული წინადადებისა და დოკუმენტების მიხედვით. შესაძლებელია ამ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაციის მეტად დეტალიზირება და დაზუსტება ორგანიზატორის მიერ.

პროცესში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • 1-ლი პაკეტი: ინფორმაცია მონაწილე კომპანიის იურიდიული სტატუსისა და ანალოგიურ პროექტებში მონაწილეობის გამოცდილების შესახებ (დანართი # 2)
  • პირველ ეტაპის შემდგომ შერჩეულ მონაწილეებს მიეწოდებათ პროექტები, რის შემდეგაც კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ მე-2 პაკეტი: –კომერციული წინადადება 

მონაწილემ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება შემდეგი პირობების გათვალსიწინებით:

  • კომერციული წინადადება:
  • ენა : ქართული, რუსული
  • შემოთავაზებული ფასი
  • კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასები ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
  • კომერციული წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, არ იქნება განხილული.

კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

  • გადახდის პირობები (სასურველია გადახდა განხორციელდეს მოსმახურების შესრულების შემდეგ (45-60 დღიანი კონსიგნაცია);
  • მომსახურების ღირებულება ლოტების მიხედვით;
  • დაინტერესებულმა პირებმა შეიძლება წარმოადგინონ კომერციული წინადადება სამივე ლოტზე ერთდოულად ან რომელიმე მათგანზე ცალკე. 

კომერციული წინადადებები ძალაში იქნება კონტრაქტორის შერჩევის პროცესის დასრულებამდე. აღნიშნული პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებები გაფორმდება მხარეებს შორის.

  • მონაწილე კომპანიის კომერციული წინადადება განხილული იქნება, როგორც საფუძველი კონტრაქტორის შერჩევის პროცესში პოტენციური პრეტენდენტის გამოვლენისათვის.
  • ანტიკორუფციული პირობები: პოტენციური პრეტენდენტი, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ვალდებულია დაემორჩიულოს ანტიკორუფციულ პირობებს, რომლებიც წარმოდგენილია დანართში #1
  • კომერციული წინადადების ჩაბარების პირობები: ყველა კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ორგანიზატორის მისამართზე : ქალაქი თბილისი, მ.ალექსიძის ქუჩა #1, შესახვევი #3. წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქული კონვერტით (გარდა მონაწილის იურიდიული სტატუსისა და ავტო პარკის მახასიათებლების დასადგენად საჭირო დოკუმენტაციისა)

კომერიცული წინადადებები შესაძლებელია ასევე წარმოდგენილ იქნეს შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე:

საკონტაქტო ინფორმაცია:
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტი:
დირექტორი:
ანდრეი ლიტვინენკო
Т +995 591 073 110.

მოადგილე:
ზურა ძაგნიძე
Т +995 577 992 212. მდივანი:
ლილე პირველი
Т +995 579 552 051.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში.

ტენდერის კატეგორია:

  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები