Tenders.ge
მინა

ტენდერი გარემოს დაცვის მონიტორინგზე


ტენდერი
ჩაბარების ვადა:
დრო: 18:00
სტატუსი: დასრულებული

ტენდერის აღწერილობა:

ს.ს.“მინა“ აცხადებს ტენდერს გარემოს დაცვის მონიტორინგის შესახებ.

გარემოს დაცვის მონიტორინგის ჩატარება კვარტალში ერთხელ, კერძოდ:

  • ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების გაზომვა, მონიტორინგი 14 საკონტროლო წერტილი. (ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელი ნივთიერებები: არაორგანული მტვერი, აზოტის ორჟანგი, ნახშირჟანგი, გოგირდის ორჟანგი, ჭვარტლი, ნახშირწყალბადები, მეთანი, მეთილმერკაპტანი, ტყვია, კადნიუმის ოქსიდი, დარიშხანი, ქრომი, სელენის დიოქსიდი და ნიკელი.)
  • ფილტრებისა და სილოსების ეფექტურობის დადგენა.
  • ჩამდინარე წყლების ლაბორატორიული კონტროლი შემდეგ ინგრედიენტებზე: შეწონილი ნაწილაკები, ph, აზოტი, საერთო ფოსფორი, ფოსფატები, ჟბმ, ამონიუმის აზოტი, ნიტრიტები, ნიტრატები.
  • შესაბამისად ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის საანგარიშო ფორმების შევსება პად-1, პად-2 და პად-3
  • წლიური მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის აღრიცხვის ფორმის წარმოდგენა.

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

ტენდერში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი შემოთავაზებადალუქული კონვერტით ს.ს.“მინა“-ს სათაო ოფისში (მცხეთის რ-ნი, სოფ.ქსანი) 2018 წლის 16 თებერვლამდე; უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და დამოწმებული ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში);

გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ ტენდერის სახელწოდება და გამომგზავნის დასახელება;

წინადადებას უნდა დაერთოს:
წინადადების წარმდგენი კომპანიის ზოგადი ინფორმაცია

  • კომპანიის დასახელება / საიდენტიფიკაციო კოდი
  • იურიდიული მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, ინტერნეტ მის/ ელ.ფოსტა
  • კომპანიის სამართლებრივი ფორმა
  • კომპანიის ძირითადი პროფილი / მომსახურებები
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ბოლო 10 დღის ვადით
  • შემოთავაზება , მომსახურების შესყიდვის ღირებულება ლარში დ.ღ.გ-ს გარეშე . (ერთი კვარტალის)

წინადადების წარმდგენი კომპანიის მდგომარეობა

  • ბოლო სამი წლის ბრუნვა

რეკომენდაცია

  • რეკომენდატორი კომპანია/ საკონტაქტო პირი/ საკონტაქტო მონაცემები (ტელ./ ელ.ფოსტა)
  • პარტნიორი კომპანიების ჩამონათვალი

გაითვალისწინეთ, მხოლოდ გამარჯვებულ კომპანიას ეცნობა ტენდერის შედეგი; (ელ.ფოსტის მეშვეობით)
გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 1 წლიანი ხელშეკრულება. 

განიხილება მხოლოდ 16 თებერვლამდე შემოსული წინადადებები, რომელთაც სრულად აქვთ წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

  • ტენდერთან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ: AALAVERDASHVILI@sisecam.com 
  • ტექნიკურ დელატებთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ: GDANELIA@sisecam.com 

ტენდერის კატეგორია:

  • 71700000 მონიტორინგი და კონტროლი
  • 90700000 მომსახურებები ეკოლოგიის სფეროში