ჩაბარების ვადა:

19 თებერვალი 2018, 12:00

სტატუსი:

დასრულებული

T3492 - ტენდერი სხვადასხვა ტიპის ელ. სანათების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა: 

შპს “მტკვარი ენერჯი” აცხადებს ტენდერს მასალის: სხვადასხვა ტიპის ელ. სანათების შესყიდვაზე 09/02-MEG-P/LEDL-18

შესყიდვის სპეციფიკაცია:

  • სანათების მიწოდება უნდა განხორციელდეს მისამართზე: ქ. გარდაბანი, დავით აღმაშენებლის ქ. N2ა.
  • სანათების ტიპები, გთხოვთ იხილოთ დართულ ფაილში: დანართი N1.
  • შპს „მტკვარი ენერჯი“ იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება შევსებული დანართი N1-ის სახით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
    - ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@giec.ge ; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22.
  • საკონტაქტო პირები ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: ლევან წიკლაური: 568 76 76 59.

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 19 თებერვალი, 12:00 საათი.

ტენდერის კატეგორია:

  • 31500000 გასანათებელი მოწყობილობები და ელექტრონათურები
  • 31700000 ელექტრონული, ელექტრომექანიკური და ელექტროტექნიკური აქსესუარები