ჩაბარების ვადა:

22 თებერვალი 2018, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T3508 - მოწვევა კონტრაქტორის შერჩევაზე სამთო ტექნიკისა და სატვირთო ტრანსპორტის სათადარიგო ნაწილების გაყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

კომპანია RMG Copper აცხადებს კონკურსს მის მარაგებში არსებული სხვადსხვა სამთო ტქნიკისა და სატვირთო ტრანსპორტის სათადარიგო ნაწილების გაყიდვაზე.

  • გასაყიდი პროდუქციის დასახელება - სამთო ტქენიკისა და სატვირთო ტრანსპორტის სათადარიგო ნაწილები
  • პროდუქციის მოცულობა: დეტალური აღწერა იხილეთ დანართში #2
  • კომერციული წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 22.02.2018

დაინტერესებულმა პირებმა და კომპანიებმა, განაცხადი შესაძლებელია შემოიტანონ, როგორც სიაში ჩამოთვლილი ნაწილებზე ერთიანად ასევე, ცალკეული ერთეულების შესყიდვაზე.

მდებარეობა ბოლნისის რაიონი, დაბა კაზრეთი.

დანართში მითითებულია საწყისი გასაყიდი ფასები დღგ-ს გარეშე.

  • მყიდველი ვალდებულია, საკუთარი ხარჯებითა და საშუალებებით მოახდინოს „გამყიდველის“ საწარმოო ტერიტორიაზე არსებული ნაწილების დახარისხება და შემდგომი მისი ტრანსპორტირება.
  • პროდუქციის ღირებულების გადახდის შესაბამისი საბუთის გამყიდველისათვის წარდგენის შემდეგ მოხდება მისი გატანა საწარმოო ტერიტორიიდან.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ კომერციული წინადადება, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • ფასი
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (კომპანიის შემთხვევაში) ან პირადი ნომერი (ფიზიკური პირის შემთხვევაში)
  • რეკვიზიტები.

კომერციული წინადადებები ძალაში იქნება კონტრაქტორის შერჩევის პროცესის დასრულებამდე. აღნიშნული პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებები გაფორმდება მხარეებს შორის.

  • მონაწილე კომპანიის კომერციული წინადადება განხილული იქნება, როგორც საფუძველი კონტრაქტორის შერჩევის პროცესში პოტენციური პრეტენდენტის გამოვლენისათვის.
  • ანტიკორუფციული პირობები: პოტენციური პრეტენდენტი, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ვალდებულია დაემორჩიულოს ანტიკორუფციულ პირობებს, რომლებიც წარმოდგენილია დანართში #1
  • კომერციული წინადადების ჩაბარების პირობები: ყველა კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ორგანიზატორის მისამართზე : ქალაქი თბილისი, მ.ალექსიძის ქუჩა #1, შესახვევი #3. წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქული კონვერტით

კომერიცული წინადადებები შესაძლებელია ასევე წარმოდგენილ იქნეს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
TO- LPirveli@richmetalsgroup.com 
CC – Zdzagnidze@richmetalsgroup.com  

საკონტაქტო ინფორმაცია:
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტი: დირექტორის მოადგილე:
ზურა ძაგნიძე
Т +995 599 128 686

მდივანი:
ლილე პირველი
Т +995 579 552 051.

ტენდერის კატეგორია:

  • 34300000 ნაწილები და აქსესუარები სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ძრავებისათვის
  • 34900000 სხვადასხვა სატრანსპორტო მოწყობილობა და სათადარიგო ნაწილები