Tenders.ge
CENN

ტენდერი გარემოსდაცვითი კამპანიის ბრენდინგის შემუშავებაზე


ტენდერი
ჩაბარების ვადა:
დრო: 18:00
სტატუსი: დასრულებული

ტენდერის აღწერილობა: 

CENN, პროგრამის ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში, ფაზა II–ის (WMTR II) ფარგლებში აცხადებს ტენდერს ჩვენ გარემოსათვის / Keep Georgia Beautiful კამპანიის ბრენდინგზე.

კამპანიის შესახებ: კამპანია ჩვენ გარემოსათვის / Keep Georgia Beautiful მიზნად ისახავს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული დანაგვიანებული ადგილების დასუფთავებას და აღნიშნულ უბნებზე სისუფთავის შენარჩუნებას კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობით. კამპანია მოუწოდებს კერძო კომპანიებს, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებს, ადგილობრივ მოსახლეობასა და სხვა დაინტერესებულ პარტნიორებს, ხელი შეუწყონ ქვეყანაში გარემოსადმი პასუხიმგებლიანი დამოკიდებულების განვითარებას და საზოგადოების ყოველდღიურ ცხოვრებაში მწვანე ჩვევების დანერგვას.

კამპანიის პარტნიორობით დაინტერესებულ კომპანიებს, ორგანიზაციებსა და პირებს შეუძლიათ, აირჩიონ კონკრეტული ტერიტორია რომლის მოვლა-პატრონობაზეც აიღებენ პასუხისმგებლობას. ამ ტერიტორიაზე დამონტაჟდება საინფორმაციო ბანერი, რომელიც საზოგადოებას ამცნობს თუ რომელი ორგანიზაცია/პირი ზრუნავს კონკრეტული ტერიტორიის სისუფთავეზე.

აღნიშნული კამპანია წარმოადგენს ამერიკული ინიციატივის Keep America Beautiful ქართულ ანალოგს. ამერიკული გამოცდილების გასაცნობად, გთხოვთ, იხილოთ ვებგვერდი - https://www.kab.org /

დაინტერესებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს შემდეგი სახის მომსახურება:

  • კამპანიის ბრენდინგი და ქართულ კონტექსტზე მორგება პროგრამის გუნდთან ერთად;
  • ვიზუალური მასალის დამუშავება საინფორმაციო-ინტერაქტიული პორტალისათვის
  • სოციალური მედიის კამპანიის მომზადება და განხორციელება პროექტის გუნდთან ერთად

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ იურიდიულ პირებს.
  • დაინტერესებულმა პირებმა / კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ შემოთავაზებები 2018 წლის 8 მარტამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: salome.sulaberidze@cenn.org 
  • კითხვების ან/და კონსულტაციის საჭიროების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით 558 65 56 28, 555 50 49 55
  • წერილის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ – CENN/WMTR - Keep Georgia Beautiful Branding

სატენდერო პაკეტი უნდა მოიცავდეს:

  • საკონტაქტო ინფორმაცია (კომპანიის დასახელება, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, ელფოსტა, ვებგვერდი);
  • მოცემული ინფორმაციის შესაბამისად მომზადებული ბრენდინგის კონცეფცია;
  • კომპანიის გამოცდილების ამსახველი მასალა (ლინკები, კამპანიები და ა.შ.);
  • სამუშაოს შესრულების პერიოდი;
  • მომსახურების საფასური;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს, რომ პრეტენდენტის ქონებაზე არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა და არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში;
  • ცნობა სასამართლოდან, რომ მის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება (სავალდებულოა ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში);

სატენდერო პაკეტის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, შემოთავაზება არ განიხილება.

ტენდერის კატეგორია:

  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
  • 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები
  • 79300000 ბაზრის კვლევა და ეკონომიკური კვლევა; გამოკითხვები და სტატისტიკა
  • 92100000 კინოდა ვიდეომომსახურებები
სატენდერო დოკუმენტაცია