ჩაბარების ვადა:

27 თებერვალი 2018, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T3530 - ტენდერი სავარძლების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა: 

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს სავარძლების შესყიდვაზე.

# დასახელება ერთეულის ღირებულება
1 სავარძელი - გორგოლაჭებიანი, შავი ფერის, ნაჭრის  
2 სავარძელი - მაღალფეხიანი, გორგოლაჭებიანი, შავი ფერის, ნაჭრის  
3 სკამები - შავი ფერის, საოფისე სკამი  

შენიშვნა:

  • ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი;
  • შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით, ასევე ტრანსპორტირებისა და სხვა ხარჯებს.

ტენდერში მონაწილეობის პირობები:

  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელმა გაიაროს რეგისტრაცია შემდეგ მისამართზე www.tenders.bog.ge  ;
  • აირჩიოს ტენდერი და შემოთავაზებული ფასი მიუთითოს შესაბამის გრაფებში: პროდუქტი #1-ის; პროდუქტი #2-ის და პროდუქტი#3-ის გასწვრივ (ფასები უნდა მიეთითოს მეასედებით: 0,05; 0,35 და ა.შ);
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • გამარჯვებულ პრეტენდენტთან გაფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება 6 თვის ვადით;
  • თანხის გადახდა მოხდება ნასყიდობის საგნის მოწოდების შემდეგ;
  • შეკვეთის რაოდენობა განისაზრება ბანკის შეკვეთის შესაბამისად, ყოველთვიურად;

წარმოსადგენი დოკუმენტაცია

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • დეტალური შეთავაზება: სატენდერო წინადადების ფასი, მოწოდების ვადები, საგარანტიო მომსახურება და ა.შ;
  • წარმოდგენილ უნდა იქნას სათანადო საინფორმაციო მასალები, აღწერილობა, ბროშურები, ხარისხის სერთიფიკატები და სხვა;

სხვა პირობები

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2018 წლის 20 თებერვლიდან 2018 წლის 27 თებერვლის ჩათვლით;
  • თანხის გადახდა მოხდება შეთანახმების საფუძველზე;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: 599 790909 - ავთანდილ ჯაფარიძე

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2018 წლის 27 თებერვალი, 17:00 საათი. 

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=860&lang=geo 

ტენდერის კატეგორია:

  • 39100000 ავეჯი