ჩაბარების ვადა:

2 მარტი 2018, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T3535 - ტენდერი სამსხვრეველას შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან ბაზალტი“ აცხადებს ტენდერს მასალის: სამსხვრეველას შესყიდვაზე #21/02-GB-P/CRUSHER-18

შესყიდვის ობიექტის დახასიათება:

  • სამსხვრეველას ტიპი - ყბებიანი სამსხვრეველა СМД 110 ტიპის.
  • რაოდენობა - 1 ცალი.

შესაძლოა წინადადებების განხილვა მეორად სამსხვრეველაზეც.

შპს „ჯორჯიან ბაზალტი“ იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • შემოთავაზებული მოწყობილობის დეტალური ტექნიკური სპეციფიკაცია;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
    შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
  • ინფორმაცია მიწოდების ვადების შესახებ;
  • დეტალურად გაწერილი საგარანტიო ვადა და პირობები.

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე. v_maisuradze@giec.ge  ; 551 11 22 22.
  • საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: გიორგი გიორგაძე. საკონტაქტო ნომერი: 599 20 37 77.

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 02.03.2018, 17:00 სთ.

ტენდერის კატეგორია:

  • 43300000 სამშენებლო მანქანები და მოწყობილობები
  • 43500000 მუხლუხა სატრანსპრტო საშუალებები
  • 43700000 მეტალურგიული დანადგარები და მათთან დაკავშირებული ნაწილები