ჩაბარების ვადა:

2 მარტი 2018, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T3543 - ტენდერი კარტრიჯების დამუხტვისა და პრინტერების ტექნიკური მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს კარტრიჯების დამუხტვის და პრინტერების ტექნიკური მომსახურების შესყიდვაზე;

ტენდერი ჩატარდება 1 ლოტად

ტენდერის ფარგლებში შეირჩევა ერთი კვალიფიციური კომაპნია, რომელთანაც გაფორმდება მომსახურების ხელშეკრულება (1 წლის ვადით).

შეფასები კრიტერიუმია:

  • ფასი;
  • მომსახურების ხარისხი;
  • მოწოდების პირობები;

თანდართულ დოკუმენტებში იხილეთ:

  • ფასთა ცხრილი და მომსახურების პირობები;
  • შეთანხმება კონფიდენციალურობაზე;

ტენდერში მონაწილე კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

  • შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 3 წელი;

აუცილებელი პირობა:

  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ბანკი ანგარიშწორებას აწარმოებს მხოლოდ სს „ტერაბანკში“ გახსნილ საბანკო ანგარიშზე;

სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას და ინფორმაციას:

  • ფასთა ცხრილი. (შევსებული თანდართული ფაილის შესაბამისად), ფასები უნდა მოიცავდეს დღგ-ს და ტრანსპორტირებას (კარტრიჯების ფილიალებიდან წამოღება/მიტანა)- სასურველია კომპანიის ბლანკზე, პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით და ბეჭდით;
  • კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი;
  • მინიმუმ სამი ორიგინალი სარეკომენდაციო წერილი (ბოლო 6 თვის გაცემული);
  • ტონერების წარმოების ხარისხის დამდასტურებელი სერტიფიკატები: 9001:2008 და 14001:2004
  • ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების შესახებ;
  • შეთანხმება კონფიდენციალურობაზე (იხ. თანდართული ფაილი);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან

სატენდერო განაცხადი სს „ტერაბანკს“ ეგზავნება დალუქული კონვერტით შემდეგ მისამართზე: თბილისი 0103, წმ ქეთავან დედოფლის გამზ. 3

გთხოვთ კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი მონაცემები:

  • კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, მობ.ნომერი/ტელეფონი, ელ-ფოსტა; მისამართი);
  • ტენდერის დასახელება
  • ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე;

ტენდერის ჩაბარების პირობები

სატენდერო განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის, 2 მარტი (17:00 საათამდე). ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით: გიორგი აბიათარს ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: George.abiatari@terabank.ge  ან ტელეფონზე 255 00 00 (შიდა2020).

ტენდერის პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით: გიორგი იმერლიშვილს ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: george.imerlishvilii@terabank.ge  ან ტელეფონზე 255 00 00 (შიდა 2009).

შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

ტენდერის კატეგორია:

  • 50300000 პერსონალური კომპიუტერების, საოფისე აპარატურის, სატელეკომუნიკაციო და აუდიოვიზუალური მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მათთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა