ჩაბარების ვადა:

26 თებერვალი 2018, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T3544 - ტენდერი სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაზე

ტენდერის აღწერილობა:

კომპანია "ფრეგო" წარმატებით ახორციელებს საწვავის იმპორტს საქართველოში სხვადასხვა ქვეყნებიდან. კომპანია „ფრეგო“-ს მიზანია: შექმნას საქართველოს ბაზარზე მძლავრი ქსელი, რომელიც მოწინავე პოზიციებს დაიმკვიდრებს მომხმარებლის მსყიდველობით გადაწყვეტილებაში, რაც განპირობებული იქნება ფასის, ხარისხისა და მომსახურების უპირატესობით კონკურენტებთან. ორაგნიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.frego.ge 

კომპანია „ფრეგო“ აცხადებს ტენდერს სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევასთან დაკავშირებით (საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 დეკემბრის დადგენილება ქ. თბილისი მასობრივი თავშეყრის ობიექტების განსაზღვრისა და მათი მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების დადგენის შესახებ).

  •  სადაზღვევო ლიმიტი 5 000 000 ლარი
  • ავტოგასამართი სადგურების რაოდენობა 50

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

გთხოვთ შემოგვთავაზოთ სადაზღვევო პირობები 2018 წლის 26 თებერვლის ჩათვლით.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ სატენდერო შემოთავაზება ელ. ფოსტის მეშვეობით: tamar@frego.ge  

საკონტაქტო პირი:
თამარ კაკაბაძე
ტელ: +995 32 2999910 (103)
მობ: +995 574 900 440
E-mail: tamar@frego.ge  

ტენდერის კატეგორია:

  • 66700000 გადაზღვევის მომსახურებები
  • 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები