ჩაბარების ვადა:

3 აპრილი 2018, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T3624 - ტენდერი შუქნიშნების მონტაჟის თაობაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ჰუალინგის საერთაშორისო სპეციალური ეკონომიკური ზონა“ აცხადებს ტენდერს შუქნიშების მონტაჟის თაობაზე.

სამონტაჟო სამუშაოები განხორციელდება შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისის ზღვის მიმდებარედ, ჰუალინგ ჯგუფის ტერიტორიაზე

სატენდერო განცხადებას დანართების სახით ერთვის:

  • ხარჯთაღრიცხვა
  • პროექტი

გამოყენებული მასალები:

ყველა გამოყენებული მასალა უნდა იყოს მაღალხარისხიანი და აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედ ყველა სამშენებლო ნორმასა და სტანდარტს. ყველა მასალა, მოწყობილობა, საკომპლექტო ნაწილი, სამარაგო საგანი, მოწოდებული კონტრაქტის ფარგლებში, უნდა იყოს ახალი, უხმარი, სტანდარტული, მაღალი ხარისხის, საუკეთესო დონეზე დაპრო- ექტებული და დამზადებული. უხარისხო ან დაბალი ხარისხის მასალები, მოწყობილობები და საკომპლექტო ნაწილები არ მიიღება და მათი გამოყენება არ იქნება ნებადართული.

სამუშაოთა შესრულების წესი:

  • სამუშაოების წარმოების პირობები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ წესებსა და ნორმებს. სამუშაოების შესრულების პროცესში პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს სამუშაო ადგილის შემოფარგვლა და დამცავი გამაფრ-თხილებელი თვალსაჩინოების და შუქნიშნების დაყენება. მასალები უნდა ინახებოდეს და- ხურული წესით, გარდა იმ მასალებისა, რომელიც ნორმების მიხედვით ინახება ღია ცის ქვეშ.
  • მიმწოდებლების მასალებისა და კონსტრუქციების ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ სტანდარტებსა და სამშენებლო ნორმებს. სამუშაოს დაწყებისთანავე წარმოდგენილი იქნეს სამუშაოს წარმოების ჟურნალი. შემსრულებელმა უნდა აწარმოოს ფარული სამუშაოების აქტები იმ სამუშაოებზე, რომლებზეც საჭიროა აღნიშნული დოკუმენტაციის წარმოება.
  • მშენებლობის დროს აუცილებელია СHиП-ებით ხელმძღვანელობა, შესრულება და დაცვა მათი მოთხოვნებისა შრომის დაცვასა და უსაფრთხოების ტექნიკაში. მომუშავენი უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით და ასევე უნდა სრულდებოდეს საერთო კოლექტიური დაცვის ღონისძიებებიც. აუცილებელია უსაფრთხოების ტექნიკის, საწარმოო სანიტარიის და ხანძარსაწინააღმდეგო მომქმედი წესების, ნორმებისა და ინსტრუქციების დაცვა. სამუშაოების შესრულებისას, მიმწოდებელმა თითოეული სამუშაოსთვის უნდა უზრუნველყოს ისეთი უსაფრთხო და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელი სამუშაო პირობები, რის შესაძლებლობასაც იძლევა საქმიანობის ხასიათი. ყველა სამუშაო უნდა შესრულდეს იმ ადგილობრივი და სახელმწიფო კანონების, კოდექსების, მოთხოვნებისა და დადგენილებების შესაბამისად, რომლებიც ეხება ადამიანთა უსაფრთხოებას, ჯანმრთელობის დაცვასა და კეთილდღეობას. შემსრულებელი კარგად უნდა იცნობდეს და უნდა ემორჩილებოდეს ყველა სამშენებლო წესს, რომელიც კანონითაა დადგენილი.
  • შემსრულებელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაოთა უსაფრთხოებისათვის საჭირო ყველა წესისა და ინსტრუქციის შესრულება, რათა შეძლებისდაგვარად აიცილოს უბედური შემთხვევები და მინიმუმამდე დაიყვანოს თავისი მუშაკების და სხვა ადამიანთა ზარალი. სამუშაო ტერიტორიაზე უნდა იყოს შესაბამისი ნიშნები და გაფრთხილებები.
  • სამუშაოთა წარმოების დროს განსაკუთრებით ყურადღებით უნდა შესრულდეს მიწის სამუშაოები ჭრილში კომუნიკაციების (ელ. კაბელის, გაზსადენის, წყალსადენის და სხვა) ფარგლებში. აუცილებელია სამუშაოთა წარმოების ზონაში მოხვედრილი კომუნიკაციების მფლობელთა თანდასწრება და მათი მოთხოვნების გათვალისწინება. შემსრულებელმა უნდა ჩაატაროს ღონისძიებები, მიიღოს უსაფრთხოების შესაფერისი ზომები და განახორცი- ელოს ყველა საჭირო სამუშაო ხელშეკრულების ფარგლებში, შეათანხმოს აღნიშნული სამუშაოები შესაბამის სამსახურებთან, მის სამუშაო ტერიტორიაზე ელექტროენერგიის, ტელეგრაფის, ტელეფონის ხაზების, ბუნებრივი გაზის სადენების და სხვა კომუნალური აღჭურვილობის დასაცავად და მათზე ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად. აღნიშნულთან დაკავშირებული ხარჯები უნდა გაიღოს შემსრულებელმა. შემსრულებელმა უნდა დაიცვას და გაათავისუფლოს დამკვეთი ყოველგვარი პრეტენზიისაგან, მოთხოვნისაგან, სარჩელისაგან, ზარალის ანაზღაურებისაგან და ხარჯებისაგან, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ზემოთაღნიშნული ზემოქმედების შედეგად ან მასთან კავშირში. შემსრულებელი ვალდებულია სათანადოდ დაიცვას ყველა შენობა, ნაგებობა, დანადგარი, კომუნიკაციები დაზიანებისაგან და გაფუჭებისაგან ხელშეკრულებისის მოქმედების პერიოდში. შემსრულებელმა უნდა მიიღოს ყველა საჭირო ზომა შენობის, ნაგებობის, მილსადენების, კაბელების, კანალიზაციის, რკინიგზის და სხვა კომუნიკაციების დასაცავად.
  • სხვადასხვა მიწისქვეშა კომუნიკაციის შეხვედრის შემთხვევაში შემსრულებელმა საკუთარი სახსრებით უნდა უზრუნველყოს კომუნიკაციის გადატანა მისი დაზიანების გარეშე.

სამუშაო ადგილის მომზადება, გარემოს დაცვა:
მიმწოდებელი პასუხისმგებელია:

  • შეასრულოს სამუშაოები შრომის უსაფრთხოების პირობების დაცვით;
  • უზრუნველყოს სამუშაო ადგილის ფარგლებში გარემოზე ეკოლოგიური ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანა;
  • მინიმუმამდე დაიყვანოს სამუშაოებთან დაკავშირებული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გავლენა გარემოზე;
  • ყველა სახის მოსამზადებელი სამუშაოების დაწყება შეთანხმებული უნდა იყოს ქ.თბილისის კეთილმოწყობის სამსახურთან;
  • სამუშაოების დასრულების შემდეგ შემსრულებელი თავისი ძალებით და სახსრებით 5 დღის განმავლობაში ვალდებულია გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი
  • სამშენებლო მოწყობილობა- დანადგარებისაგან, მასალებისაგან, დროებითი ნაგებობებისაგან და ა.შ.

დაინტერესებულმა კანდიდატმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია: ხარჯთაღრიცხვა (დანართი N1). დღგ.ს ჩათვლით. (დარიცხვის გარეშე ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა არის პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველი, ხარჯთაღრიცხვა მოწოდებული უნდა იყოს თანდართული ფორმის შესაბამისად);

  • საგარანტიო პირობები;
  • საგარანტიო ვადები;
  • სამუშაოების შესრულების ვადა, გრაფიკი;

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

ტენდერში მონაწილეობისთვის დაინტერესებულმა კანდიდატებმა 2018 წლის 3 აპრილს 18:00 სთ–მდე უნდა წარმოადგინონ დალუქულ კონვერტში შემდეგი საბუთები, მისამართზე: ქ.თბილისის ზღვის მიმდებარედ (ნაკვეთი 16/014), სავაჭრო ცენტრის მე-5 სართული, ჰუალინგ ჯგუფის ადმინისტრაციული ოფისი.

  • პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • საბანკო რეკვიზიტები (ბანკის მიერ გაცემული ბეჭდიანი ცნობის სახით);
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან პირის რეგისტრაციის შესახებ;
  • ბოლო სამი წლის განმავლობაში შესრულებული ანალოგიური სამუშაოს სია და მათგან არანაკლებ ორი დამკვეთი პირის რეკომენდაცია;
  • ცნობა არის თუ არა კომპანია სახელმწიფო შესყიდვების მიერ გამოქვეყნებულ შავ სიაში;
  • ცნობა საგადასახადო დავალიანებასთან დაკავშირებით;
  • ცნობა მიმდინარეობს თუ არა გამოძიება ფინანსურ დანაშაულებათა მიმართ;
  • კომპანიის დირექტორის ნასამართლეობის ცნობა;
  • ხარჯთაღრიცხვის(დანართი N1) დაბეჭდილი და ელ.ვერსია.

შენიშვნა: ცნობების მომზადებისთვის არასაკმარისი ვადის შემთხვევაში შესაძლებელია დოკუმენტაციის მოწოდება სატენდერო ვადის დასრულების შემდეგ.
წარმოდგენილი დოკუმენტაცია ხელმოწერილ უნდა იქნას პრეტენდენტის შესაბამისად უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ.

სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო წინადადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასების კრიტერიუმები არის შემდეგი:

  • ხარისხი;
  • ღირებულება;
  • სამუშაოების შესრულების ვადა;
  • ანალოგიურ სფეროში არსებული გამოცდილება;

სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.

შენიშვნა: ტენდერი ტარდება "განცხადების პრინციპით", რომელიც არ ითვალისწინებს ვაჭრობის ეტაპს. შესაბამისად, პრეტედენტ(ებ)ის მიერ სატენდერო განცხადებაში უნდა მიეთითოს მათ მიერ მოწოდებული საქონლის საბოლოო ღირებულება.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ტენდერის დასრულების შემდეგ პრეტედენტი ვერ შეძლებს ტენდერის ფარგლებში დაფიქსირებული საქონლის ღირებულების შემცირებას.

ტენდერთან დაკავშირებულ საკითხებზე დამატებითი ინფორმაციის მიღება ან/და დაზუსტება შესაძლებელია შემდეგ საკონტაქტო პირთან - გეორგია გოგია 593 64 68 64 g.gogia@hualing.ge ;
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ადგილზე ტერიტორიის დათვალიერება

ტენდერის კატეგორია:

  • 34900000 სხვადასხვა სატრანსპორტო მოწყობილობა და სათადარიგო ნაწილები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები