ჩაბარების ვადა:

30 მარტი 2018, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T3653 - ტენდერი სამომხმარებლო ბაზრის კვლევის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ნეოგაზი“ აცხადებს ტენდერს სამომხმარებლო ბაზრის კვლევის შესყიდვაზე #21/03-NEO-S/MRES-18.

მომსახურების აღწერა:

  • ბაზრის კვლევა საქართველოში საავტომობილო ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ბაზრის ძირითადი ტენდენციების გამოვლენის მიზნით;
  • კვლევის დეტალური ტექნიკური დავალება, გთხოვთ, იხილოთ დართულ ფაილში: ტექნიკური დავალება.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • ინფორმაცია კვლევითი კომპანიის გამოცდილების და სტატუსის შესახებ, მათ შორის მოღვაწეობის პერიოდი და არეალი, მუდმივი და დროებითი თანამშრომლების რაოდენობა, საერთაშორისო კვლევითი ქსელის წევრობა, სერთიფიკატების ფლობა და ა.შ.
  • ინფორმაცია განხორციელებული პროექტებისა და კლიენტების შესახებ.
  • მინიმუმ 1 სარეკომენდაციო წერილი (სასურველია 2).
  • ინფორმაცია კვლევითი კომპანიის თანამშრომლების, როგორც მენეჯმენტის ასევე კლვევაში ჩართული პირების გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესახებ.
  • ინფორმაცია კვლევის ჩატარების მეთოდოლოგიაზე:
    - კვლევის ჩატარების მეთოდიკის აღწერა და დასაბუთება;
    - ანალიტიკური მოდელის (მონაცემთა დამუშავების მეთოდიკის) აღწერა;
  • ინფორმაცია კვლევის განხორციელების ვადებისა და ღირებულების შესახებ გაწეული ყველა დანახარჯისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით ეროვნულ ვალუტაში.

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

ტენდერის ჩაბარების პირობები

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18.
  • საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@giec.ge; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22
  • კვლევასთან დაკავშირებული საკითხებისთვის განსახილველად: ესმა ჩაჩანიძე. საკონტაქტო ნომერი: 599 67 14 14;

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 30 მარტი, 17:00 საათი.

ტენდერის კატეგორია:

  • 73300000 კვლევისა და განვითარების დაპროექტება და განხორციელება
  • 73200000 კვლევასა და განვითარებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები
  • 79300000 ბაზრის კვლევა და ეკონომიკური კვლევა; გამოკითხვები და სტატისტიკა