ჩაბარების ვადა:

18 აპრილი 2018, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T3743 - ტენდერი ბენზინმზიდებით ნავთობპროდუქტების გადაზიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

კომპანია "ფრეგო" წარმატებით ახორციელებს საწვავის იმპორტს საქართველოში სხვადასხვა ქვეყნებიდან. კომპანია „ფრეგო“-ს მიზანია: შექმნას საქართველოს ბაზარზე მძლავრი ქსელი, რომელიც მოწინავე პოზიციებს დაიმკვიდრებს მომხმარებლის მსყიდველობით გადაწყვეტილებაში, რაც განპირობებული იქნება ფასის, ხარისხისა და მომსახურების უპირატესობით კონკურენტებთან. ორაგნიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.frego.ge 

შპს „ფრეგო” აცხადებს ტენდერს ბენზინმზიდებით ნავთობპროდუქტების გადაზიდვაზე.

ტენდერის პირობები:

  • გადასაზიდი ტვირთი - ნავთობპროდუქტები;
  • გადაზიდვის მიმართულებები - კომპანია ფრეგო-ს აგს-ბის ქსელი(გთხოვთ იხილოთ ვებ.გვერდზე: www.frego.ge ). ტრანსპორტირების საწყის ეტაპად განიხილება ქ. თბილისში მდებარე აგს-ბის ქსელი;
  • ტენდერში მონაწილე კომპანიის სარგებლობაში არსებული ბენზინმზიდების საჭირო რაოდენობა - არანაკლებ 5 ბენზინმზიდისა (20 ტონიანი);
  • მომსახურების ვადა - 24 თვე;

სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ტენდერში მონაწილე კომპანიის რეკვიზიტები:

  • აუცილებელი პირობა - პრეტენდენტი უნდა იყოს რეზიდენტი კომპანია.
  • კომპანიის სრული დასახელება
  • იურიდიული მისამართი
  • ფაქტობრივი მისამართი
  • ტელ, ფაქსი, ელ-ფოსტა
  • საკონტაქტო პირი
  • საბანკო რეკვიზიტები
  • მონაცემები კომპანიის ხელმძღვანელი პირების შესახებ

ტენდერში მონაწილეობისათვის წარმოსადგენი საკვალიფიკაციო დოკუმენტები:

  • ამონაწერი კომერციული (სამეწარმეო) რეესტრიდან;
  • ინფორმაცია ანალოგიური მომსახურების შესახებ;
  • ბენზინმზიდების სარგებლობაში არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ბენზინმზიდების დაკალიბრების ცხრილი;
  • აუცილებელია ნავთობპროდუქტების გადაზიდვების განხორციელების მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

სატენდერო პროცედურები

  • ტენდერის ჩატარების თარიღი - 2018 წლის აპრილი;
  • გამარჯვებული კომპანია არჩეულ იქნება მათთან დაგაგმილი შეხვედრების შედეგად;
  • ტენდერის ჩატარების ადგილი - ქ. თბილისი, ა.ბელიაშვილის ქ. N145-კომპანია „ფრეგო“-ს სათაო ოფისი;
  • ტენდერში მონაწილეებმა 2018 წლის 18 აპრილამდე უნდა წარმოადგინონ კომპანიის რეკვიზიტები, ტენდერში მონაწილეობისათვის წარმოსადგენი საკვალიფიკაციო დოკუმენტები და სატენდერო წინადადება თანმხლებ წერილთან ერთად შემდეგ ელ. ფოსტაზე: tamar.kakabadze@frego.ge 

განსაკუთრებული პირობები

  • ხელშეკრულება დაიდება იმ პრეტენდენტთან, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს სატენდერო კომიტეტის მოთხოვნას;
  • წინადადებების განხილვისას, საჭიროების შემთხვევაში, კომისია იტოვებს უფლებას მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია;
  • კომპანია არ არის ვალდებული პრეტენდენტებს განუმარტოს თავისი გადაწყვეტილების საფუძველი ტენდერის ჩაშლასთან ან საბოლოო შედეგებთან დაკავშირებით.
  • კომპანია არ იღებს ვალდებულებას აუცილებლად დადოს ხელშეკრულება კონკურსში მონაწილე რომელიმე პრეტენდენტთან.

საკონტაქტო პირი:
თამარ კაკაბაძე
ტელ: +995 32 2999910 (103)
მობ: +995 574 900 440
E-mail: tamar.kakabadze@frego.ge 

ტენდერის კატეგორია:

  • 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები
  • 63100000 ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები