ჩაბარების ვადა:

10 მაისი 2018, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T3846 - ფასთა გამოკითხვა ზუგდიდის რ-ნი, სოფელი განმუხურში მდებარე აკვა-პარკისთვის აქსესუარებისა და ინვენტარის შეძენაზე

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

შპს ,,აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია“ აცხადებს ფასთა გამოკითხვას ზუგდიდის რ-ნი, სოფელი განმუხურში მდებარე აკვა-პარკისთვის აქსესუარებისა და ინვენტარის შეძენაზე.

ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად კომპანია იწვევს დაინტერესებულ პირებს.

შესყიდვის ობიექტის დახასიათება:

  • ფასთა გამოკითხვის მიზანია შეირჩეს მონაწილე, რომელიც შეძლებს, მოგვაწოდოს სასურველი საქონელი დაბალ ფასებში, 2018 წლის 5 ივნისამდე;
  • შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს ზუგდიდის რ-ნი, სოფელი განმუხურში მდებარე აკვა-პარკისთვის საჭირო ცხრილში მოცემული ინვენტარი და აქსესუარები:
N დასახელება რაოდენობა
1 შეზლონგი 300
2 გასაბერი კამერა 2 სექციიანი 30
3 მზის დამცავი ქოლგა სადგამით 100
4 ტურნიკეტისთვის განკუთვნილი ჩიპიანი სამაჯურები 400
5 მაისურები და კეპები შესაბამისი წარწერებით (წყვილი) 60


დეტალური ინფორმაცია შესაძენი პროდუქციის შესახებ იხილეთ თანდართულ ფაილში.

წინადადებების მიღება შესაძლებელია როგორც ყველა დასახელებაზე ერთად, ასევე ცალ-ცალკე.

მიწოდების ადგილმდებარეობა და ვადა

  • ზუგდიდის რ-ნი, სოფელი განმუხური - ანაკლია (სამაჯურების, მაისურებისა და კეპების შემთხვევაში - თბილისი);
  • მიწოდების ვადა - ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღე.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • ინფორმაცია პროდუქციის ღირებულების შესახებ;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • პრეტენდენტის იურიდიული სახელწოდება, საკონტაქტო ინფორმაცია.
  • ინფორმაცია კომპანიის გამოცდილების შესახებ.

შე ნ ი შ ვ ნ ა:
წინადადების წარდგენისას მონაწილე არ უნდა იყოს:

  • გაკოტრების პროცესში
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • მოვალეთა რეესტრში;
  • ყადაღა დადებული.

შპს ,,აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ მიერ გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებული იქნება როგორც პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილ პროდუქციის ღირებულებაზე, ასევე მათ გამოცდილებასა და საანგარიშსწორებო პირობებზე.

ფასთა გამოკითხვის ჩაბარების პირობები: 

წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით, დალუქულ კონვერტში, მისამართზე: ქ.თბილისი, კოსტავას ქ. N70; კონვერტს გარედან უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ფასთა გამოკითხვის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2018 წლის 10 მაისს 18:00 სთ-მდე.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: tamar.japhiashvili@amadco.ge  ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომერზე:
საკონტაქტო პირი:
თამარ ჯაფიაშვილი
+995 322 22 65 33 (19)

სამუშაო საათები: 10:00-დან 18:00-მდე.

ტენდერის კატეგორია:

  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
  • 18300000 ტანსაცმელი
  • 18400000 სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები
  • 39100000 ავეჯი
  • 39200000 ავეჯის აქსესუარები