ჩაბარების ვადა:

22 ივნისი 2018, 12:00

სტატუსი:

დასრულებული

T3991 - ტენდერი ანდროიდი ტიპის მობილური ტელეფონების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ნეოგაზი“ აცხადებს ტენდერს პროდუქციის: კერძოდ ანდროიდი ტიპის მობილური ტელეფონების შესყიდვაზე 14/06-NEO-P/SMARTPH-18

შესყიდვის სპეციფიკაცია:

  • ეკრანის ზომა: 4”-დან 5.5“-მდე
  • ეკრანის ტიპი: IPS LCD capacitive touchscreen, 16M colors
  • ეკრანის რეზოლუცია: 720 x 1280 პიქსელი ან უფრო მაღალი რეზოლუციით
  • შიდა მეხსიერება: 16 გიგაბაიტი ან მეტი
  • ოპერატიული მეხსიერება: 2 გიგაბაიტი ან მეტი
  • 3G / 4G / Wifi / Bluetooth / GPS
  • პროცესორი: Quad-core 1.4 GHz ან უფრო მძლავრი
  • ორი ფოტოკამერა: პირველი - 8 MP ან უფრო მაღალი რეზოლუციით, მეორე - 5 MP ან უფრო მაღალი რეზოლუციით
  • ბატარეა: Li-Ion 2750 mAh ან უფრო მეტი ტევადობის;
  • ოპერაციული სისტემა: Android
  • ბრენდი: Samsung, Huawei, Sony, Xiaomi, Nokia, Motorola, LG, HTC, Lenovo, Google

რაოდენობა - 50 ცალი.

შპს ნეოგაზი იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით (წინადადების წარმოდგენა შესაძლებელია ასევე უცხოურ ვალუტაშიც); კომერციული წინადადება ძალაში უნდა იყოს 2018 წლის 1 სექტემბრის ჩათვლით;
    - კომერციულ წინადადებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ტრანსპორტირება დამკვეთის მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კილომეტრი;
    - შენიშვნა: წინადადების წარმოდგენა შესაძლებელია რამოდენიმე ალტერნატივაზეც;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
    - შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
  • ინფორმაცია მიწოდების ვადების შესახებ;
    - შენიშვნა: 2018 წლის პირველ სექტემბერს განხორციელებული დაკვეთის შემთხვევაში მიწოდება უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2018 წლის 10 სექტემბრისა;
  • დეტალურად გაწერილი საგარანტიო ვადები და პირობები;
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);

წინადადების წარდგენის წესი:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@giec.ge ; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22;

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 22 ივნისის 12:00 საათამდე.

ტენდერის კატეგორია:

  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
  • 32200000 რადიოტელეფონიის, რადიოსატელეგრაფო, რადიო და ტელემაუწყებლობის აპარატურა