ჩაბარების ვადა:

29 ივნისი 2018, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T3993 - ტენდერი ბუნებრივი აირის შენობაში შემოყვანის პროექტირებასა და შესაბამისი სამუშაოების შესრულებაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

შპს "სანატორიუმი კოლხიდა", რომელიც მდებარეობს ოზურგეთის რ-ნი დაბა ურეკში აცხადებს ტენდერს ბუნებრივი აირის შენობაში შემოყვანის პროექტირებასა და შესაბამისი სამუშაოების შესრულებაზე.

სანატორიუმი კოლხიდა არის 4 სართულიანი (92 ნომერი) აქვს ბარ-რესტორნები. 

აღსანიშნავია, რომ კომპანია სოკარის მიერ ამჟამად მიმდინარეობს სასტუმრომდე გაზის მიყვანის სამუშაოები.

ტენდერის ფარგლებში იგეგმება შემდეგი მომსახურების შესყიდვა:

  • სასტუმროს გაზიფიცირების პროექტის შედგენა;
  • შედგენილი პროექტის საფუძველზე სამონტაჟო სამუშაოების შესრულება (სამონტაჟო სამუშაოებისათვის საჭირო მასალების ღირებულება უნდა იყოს გათვალისწინებული შემოთავაზებულ ფასში და მოწოდებულ უნდა იქნეს გამარჯვებული კომპანიის მიერ);

პრეტენდენტების მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია

  • კომპანიის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონები; 
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა, გამოცდილება);
  • შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა (პროექტირებისა და სამონტაჟო სამუშაოების ღირებულება გთხოვთ მიუთითოთ ცალ-ცალკე)

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

დაინტერესებულმა კომპანიებმა 2018 წლის 29 ივნისამდე, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი შემოთავაზებები შემდეგ ელ. ფოსტაზე: khatia_sarjveladze@mail.ru

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ მიმართოთ შემდეგ საკონტაქტო პირს:
ხატია სარჯველაძე
ტელ: 599205445

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები