ჩაბარების ვადა:

28 ივნისი 2018, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T3997 - ტენდერი ოთხი ერთეული მცურავი საშუალების რეალიზაციაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“, რომელიც არის “ეი პი ემ ტერმინალზის” ჯგუფის წევრი, აცხადებს ტენდერს ოთხი ერთეული მცურავი საშუალების (სამი ბუქსირი და ერთი სალოცმანო კატარღა) რეალიზაციაზე.

ტენდერი ჩატარდება 4 ლოტად;

ტენდერის მონაწილეებს საშუალება ეძლევათ ფასი წარმოადგინონ როგორც მხოლოდ ერთ ლოტში ასევე რამდენიმე ლოტში ან ყველაში ერთდროულად. პრეტენდენტი კომპანიები, როელებიც ფასთა გამოკითხვის მეორე რაუნდის განხორციელებისას დააფიქსირებენ ყველაზე მაღალ ფასს იქნებიან რომელიმე კერძო ლოტში ან რამდენიმე ლოტში გამარჯვებულები. შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი კომპანია ოთხივე ლოტში ყველაზე მაღალ ფასს დააფიქსირებს, გაფორმდება ერთი ხელშეკრულება, რომელიც ყველა ლოტის მომცველი იქნება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ამ ტენდერის მიზანია მოახდინოს სარეალიზაციო საქონლის, როგორც მცურავი ერთეულიების რეალიზაცია. შესაბამისად, მყიდველმა გამყიდველს უნდა მისცეს იმის გარანტია, რომ მინიმუმ 2 წლის განმავლობაში ისარგებლებს სარეალიზაციო საქონლით როგორც მცურავი საშუალებით.

სარეალიზაციო საქონელი:

  • ბუქსირი „კონსტანტინე რეკვავა“
    IMO ნომერი 8928973
    სარეგისტრაციო ნომერი: C-00240
  • ბუქსირი „ლანა“
    სარეგისტრაციო ნომერი: C-00245
  • ბუქსირი „ვატაევი“
    IMO ნომერი 9248617
    სარეგისტრაციო ნომერი: C-00247
  • სალოცმანო კატარღა „თემურ ხოხობაია“
    სარეგისტრაციო ნომერი: C-00243

სარეალიზაციო საქონლის ლოკაცია - ფოთის საზღვაო ნავსადგურის სარეჟიმო ტერიტორია, ნავმისადგომები #11 და 12. (მის.: დ. ღმაშენებლის ქ. #52, 4100, ფოთი, საქართველო).

სატენდერო დოკუმენტაცია:

  • თანდართული ფაილის სახით (ბმული #1) გთხოვთ იხილოთ, გაეცნოთ და მონაწილეობის შემთხვევაში ხელმოწერილი სახით ატვირთოთ ხელშეკრულება კონფიდენციალურობის დაცვის თაობაზე;
  • თანდართული ფაილის სახით (ბმული #2) გთხოვთ გაეცნოთ ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქციას/გრაფიკს და დაგვიდასტუროთ;

კომერციული პირობები

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, რომლის ოდენობა შეადგენს სატენდერო წინადადების ღირებულების 5%-ს. გარანტიის მოქმედების ვადა 30 კალენდარული დღით აღემატება სატენდერო წინადადების მოქმედების ვადას, რომელიც შეადგენს 45 კალენდარულ დღეს;
  • გამარჯვებულმა კომპანიამ (კონტრაქტორმა) ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდა უნდა მოახდინოს ავანსის სახით (100%) ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში.

ტექნიკური დოკუმენტაცია და პირობები

  • გასაყიდი ერთეულების ტექნიკური მონაცემები და რეგისტრაციის სერთიფიკატები იხილეთ ბმული ფაილების სახით (დანართები # 3, 4, 5).

სატენდერო შემოთავაზება

  • პრეტენდენტმა სატენდერო წინადადების წარმოდგენის მიზნით უნდა შეავსოს სატენდერო წინადადების ფორმაში (ბმული # 6) მოთხოვნილი ინფორმაცია;
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით (ტერიტორიიდან გატანის გეგმა) უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.

ტენდერის შეფასების კრიტერიუმები:

  • ფასი - მაღალი ქულა უმაღლესი ფასისთვის;
  • მცურავი საშუალებების პორტის სარეჟიმო ტერიტორიიდან გატანის ვადა - უმოკლეს ვადას მიენიჭება უპირატესობა;
  • სამოქმედო გეგმის სპეციფიკა და ტენდერის მოთხოვნებთან შესაბამისობა;

აუცილებელი მოთხოვნები

  • აუცილებელი პირობაა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ/კომპანიებმა გემის/გემების გადაფორმება მოახდინონ ხელშეკრულების ხელმოწერის და საავანსო თანხის ჩარიცხვისთანავე.

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

  • სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით, ელ.ფოსტაზე - manana.tkabladze@apmterminals.com ;
  • ტენდერთან დაკავშირებული საკითხებთან დაკავშირებით მიმართეთ მანანა ტყაბლაძეს (საკონტაქტო ინფორმაცია: მობილური: (+995) 599 887541 ელ.ფოსტა manana.tkabladze@apmterminals.com )
  • სატენდერო წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა - 28.06.2018

Tender Description:

Poti Sea Port Corporation, part of APM Terminals, announces Tender on the sale of four floating units - three tug boats and a pilot boat.

The tender will be in four lots.
Tenderer(s) submitting the highest price during the second round of quotes will be the lot winner. The tenderer may submit a tender for one lot only, several or all of the lots. If the tenderer is awarded more than one lot, a single contract may be concluded covering all those lots.

The scope of this tender is to sell floating units as vessels and the Buyer shall guarantee that the vessel(s) are operated for a minimum of 2 years.

Objects for sale:

  • Tugboat KONSTANTINE REKVAVA
    IMO Number: 8928973
    Registration number: C-00240
  • Tugboat LANA
    Registration Number C – 00245
  • Tugboat Vataev
    IMO number: 9248617
    Registration number: C – 00247
  • Pilot Boat KHOKHOBAIA
    Registration number: C - 00243

Location of object of sale: JCS Poti Sea Port Corporation Regime Area, Berths 11 and 12 (address: 52 D. Aghmashenebeli str., 4100, Poti, Georgia,).

Tender documentation:

  • Enclosed please find Confidentiality Agreement (Attachment 1) and submit signed copy of the document in case of participation in the Tender;
  • Please review and confirm the Instructions to the Tenderers (Attachment 2); 

Commercial terms:

  • The tenderer should submit Tender Security that shall amount 5% of the Tender. Tender Security validity shall exceed Tender proposal term by 30 calendar days which itself shall be valid 45 calendar days.
  • Tender winner (Contractor) shall pay contractual amount in advance (100%) within 5 calendar days after contract sign-off. 

Technical Specifications and Documents:

  • Technical specifications and certificate of Registry of the tugboat are enclosed as Attachments #3, 4 and 5 

Tender proposal:

  • In order to submit the tender, the tenderer shall fill in the tender proposal form (attachment # 6)
  • The tender proposal and supporting documents shall be stamped and signed; 

Tender Evaluation Criteria:

  • Price – higher points for higher price;
  • Shortest timeline to remove the vessels from the Seller’s premises
  • Accuracy and compliance with tender requirements;

Additional Requirements to the tender winner

  • It is mandatory the Buyer registers the vessel(s) on his name immediately after the Sales Agreement is signed and payment is processed.

Tender Submission:

ტენდერის კატეგორია:

  • 34500000 გემები და ნავები