ჩაბარების ვადა:

5 ივლისი 2018, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T4013 - ფასთა გამოკითხვა სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებისათვის საჭირო ღონისძიებების შესასრულებლად

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

შპს ,,აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია“ აცხადებს ფასთა გამოკითხვას სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებისათვის საჭირო ღონისძიებების შესასრულებლად:

ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად კომპანია იწვევს დაინტერესებულ პირებს.

შესყიდვის ობიექტის დახასიათება:

  • ფასთა გამოკითხვის მიზანია შეირჩეს მონაწილე, რომელიც შეძლებს, მოგვაწოდოს სასურველი საქონელი და მომსახურება დაბალ ფასებში.

შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს:

  • ქ. თბილისი, ხოშარაულის ქ. N27-ა -ში მდებარე შენობის სახანძრო უსაფრთხოების სისტემების მოწყობა;
  • ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზ. N142-ში მდებარე შენობის (სამთო ქიმია) სახანძრო უსაფრთხოების სისტემების მოწყობა;
  • ქ. ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას გამზ. N127-ში მდებარე შენობის (ზუგდიდ-სერვისი) სახანძრო უსაფრთხოების სისტემების მოწყობა;

დეტალური ინფორმაცია და ტექნიკური დავალება შესაძენი საქონლის და მომსახურების შესახებ იხილეთ თანდართულ ფაილებში.

წინადადებების მიღება შესაძლებელია როგორც სამივე ობიექტზე ერთად, ასევე ცალ-ცალკე.

მიწოდების ადგილმდებარეობა და ვადა

  • ქ. თბილისი, ხოშარაულის ქ. N27-ა
  • ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზ. N142
  • ქ. ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას გამზ. N127
  • მიწოდების ვადა - იხილეთ თანდართულ ტექნიკურ დავალებაში.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • ინფორმაცია საქონლის და მომსახურების მოცულობების შესახებ;
  • რესურსული წესით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა და გეგმა-გრაფიკი;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • პრეტენდენტის იურიდიული სახელწოდება, საკონტაქტო ინფორმაცია.
  • ინფორმაცია კომპანიის გამოცდილების შესახებ ანალოგიური მომსახურების გაწევაზე.

შე ნ ი შ ვ ნ ა:
წინადადების წარდგენისას მონაწილე არ უნდა იყოს:

  • გაკოტრების პროცესში
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • მოვალეთა რეესტრში;
  • ყადაღა დადებული.

შპს ,,აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ მიერ გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებული იქნება როგორც პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილ საქონლისა და მომსახურების ღირებულებაზე, ასევე მათ გამოცდილებასა და საანგარიშსწორებო პირობებზე.

ფასთა გამოკითხვის ჩაბარების პირობები: 

წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით, დალუქულ კონვერტში, მისამართზე: ქ.თბილისი, კოსტავას ქ. N70; კონვერტს გარედან უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ფასთა გამოკითხვის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2018 წლის 5 ივლისისა 17:00 სთ-მდე.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ წერილობით ელ.ფოსტაზე: mar.dzneladze@gmail.com  ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომერზე:
საკონტაქტო პირი:
მარიამ ძნელაძე
+995 5 95 40 45 00

სამუშაო საათები: 10:00-დან 18:00-მდე.

ტენდერის კატეგორია:

  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები