ჩაბარების ვადა:

13 ივლისი 2018, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T4080 - ტენდერი ვენტილაციისა და გათბობის სისტემების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის აცხადებს ტენდერს ვენტილაციისა და გათბობის სისტემების შესყიდვაზე.

ა(ა)იპ „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფაზე და ადვოკატირებაზე მიმართული შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე 26 არასამთავრობო ორგანიზაციის ეროვნული გაერთიანება, რომლის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირების უფლებების დაცვა და მათი ინტეგრაციის ხელშეწყობა ქვეყნის საზოგადოებრივ, სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.

კოალიცია, ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ქვეკონტრაქტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით და კორპორაცია „პარტიორები საერთაშორისო განვითარებისათვის“ პარტიორობით, USAID-ის მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს “ფიზიკური რეაბილიტაციის ხელშეწყობა საქართველოში” (SPRING), რომლის მიზანია საქართველოში ზრდასრულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ფიზიკური რეაბილიტაციის ხელშეწყობა; დამხმარე ტექნოლოგიებისა და მასთან დაკავშირებული სერვისების გაუმჯობესება; ასევე, საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭების სისტემის რეფორმირების ხელშეწყობა, რომელიც დაეფუძნება შეზღუდული შესაძლებლობის სოციალურ მოდელს.

ზემოაღნიშნული პროექტის ფარგლებში, კოალიცია აცხადებს ტენდერს ვენტილაციისა და გათბობის სისტემების შესყიდვაზე კოალიციის მმართველობაში არსებული ეტლების მწარმოებელი სოციალური საწარმოსთვის და იწვევს დაინტერესებულ მომწოდებელ ორგანიზაციებს მასში მონაწილეობის მისაღებად.

სატენდერო განცხადება დეტალურად იხილეთ თანდართულ ფაილში.

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

შემოთავაზებები შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს როგორც ელექტრონული ფორმით, ისე დალუქული კონვერტით, ქვემოთ მოცემულ მისამართზე ან ელ. ფოსტაზე, არაუგვიანეს 2018 წლის 13 ივლისის 18:00 საათისა. დაგვიანებული შემოთავაზება არ იქნება გათვალისწინებული. კონვერტზე/ელ. ფოსტის სათაურის ველში მითითებული უნდა იყოს შემდეგი დასათაურება: „ტენდერი ვენტილაციისა და გათბობის სისტემის შესყიდვაზე“.

ააიპ კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის
კედიას ქ. 7, თბილისი, 0154, საქართველო
საკონტაქტო პირი: ანა ციცაგი, შესყიდვების და ადმინისტრაციული მენეჯერი
ტელ: +995 32 2 35 66 09; +995 599 08 68 81
annatsitsagi@gmail.com
სამუშაო საათები: 11.00-18.00 სთ

ტენდერთან დაკავშირებით ყველა შეკითხვა და/ან განმარტების მოთხოვნა გამოგზავნილი უნდა იქნას წერილობით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: annatsitsagi@gmail.com 

ტენდერის კატეგორია:

  • 44600000 ავზები, რეზერვუარები და კონტეინერები; ცენტრალური გათბობის რადიატორები და ბოილერები
  • 42500000 გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები