ჩაბარების ვადა:

21 სექტემბერი 2018, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T4292 - ტენდერი ხის საძირის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

ს.ს. "მინა" აცხადებს ტენდერს ხის საძირის შესყიდვის შესახებ.

შესასყიდი საქონლის ზომები გთხოვთ იხილოთ დანართ #1-ში.

  • თვიური მოთხოვნა დაახლოებით - 7000 ცალი
  • მასალა: წიწვოვანი ხე

ტენდერში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, მოგვაწოდეთ თქვენი შემოთავაზება დალუქული კონვერტით, 2018 წლის 21 სექტემბრის ჩათვლით ს.ს.“მინა“-ს სათაო ოფისში (მცხეთის რ-ნი, სოფ.ქსანი); უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და დამოწმებული ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში);

გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ ტენდერის სახელწოდება და გამომგზავნის დასახელება;

წინადადებას უნდა დაერთოს:
წინადადების წარმდგენი კომპანიის ზოგადი ინფორმაცია

  • კომპანიის დასახელება / საიდენტიფიკაციო კოდი
  • იურიდიული მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, ინტერნეტ მის/ ელ.ფოსტა
  • კომპანიის სამართლებრივი ფორმა
  • კომპანიის ძირითადი პროფილი / მომსახურებები
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ბოლო 10 დღის ვადით

შემოთავაზება- 1 ცალი ხის საძირის ღირებულება , ს.ს.“მინა“-მდე მოწოდებით, ლარში დ.ღ.გ-ს გარეშე (მიუთითეთ აუცილებლად)

გაითვალისწინეთ, მხოლოდ გამარჯვებულ კომპანიას ეცნობა ტენდერის შედეგი, ელ.ფოსტის მეშვეობით.
გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 1 წლიანი ხელშეკრულება!

განიხილება მხოლოდ 21 სექტემბრის ჩათვლით შემოსული წინადადებები, რომელთაც სრულად აქვთ წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ AALAVERDASHVILI@sisecam.com ;
ან დაგვიკავშირდით ნომერზე : +995 577 33 44 08 - ზექი ბილგინი

ტენდერის კატეგორია:

  • 03400000 მეტყევეობისა და ტყეკაფვის პროდუქტები
  • 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები

დოკუმენტაცია