ჩაბარების ვადა:

28 სექტემბერი 2018, 13:00

სტატუსი:

დასრულებული

T4309 - ტენდერი ტრენინგების ჩატარებაზე

ტენდერის აღწერილობა:

ADRA Georgia იწვევს კვალიფიციურ სოციალური ზრუნვის ინსტრუქტორებს (სზი) მოკლე ტრენინგების ჩასატარებლად 34 სოციალური მზრუნველისთვის (სმ). ტრენინგები ჩატარდება 2 ადგილას - თბილისსა (15სმ) და გორში (19 სმ).

ADRA Georgia - საქართველოშ ოფიციალურად რეგისტრირებული არაკომერციული ორგანიზაცია - ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს სოციალური დახმარებისა და უფლებათა დაცვის პროგრამებს სოციალურად დაუცველი და დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის.

ზემოაღნიშნული 34 სოციალური მზრუნველი მუშაობს 7 სოციალური დახმარების ცენტრში თბილისსა და გორში. ისინი უწევენ სოციალურ და ფსიქოლოგიურ დახმარებას სოციალურად ყველაზე დაუცველი ფენების წარმომადგენელ ქალებსა და ბავშვებს, რომლებიც აღრიცხულნი არიან საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს (სმს) მიერ.

საქართველოს საოციალური მომსახურების სააგენტო ახორციელებს სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამას სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის დარგში, მაგალითად სახელმწიფო საპენსიო მომსახურეობა, სოციალური დახმარება, საყოველთაო სამედიცინო დაზღვევა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარება, ზრუნვა-პატრონობა ობლად დარჩენილ ბავშვებზე, და ა.შ. მისი მომსახურებით სარგებლობს დაახლოებით 2.5. მლნ. საქართველოს მოქალაქე (საქართველოს მოსახლეობის თითქმის 60%).

დაინტერესებულმა სზი (ორგანიზაციები ან კერძო პირები) უნდა მოამზადონ და წარმოადგინონ ტრენინგის პროგრამა და მასალები ცხრილში (A:1) მოყვანილი თემების მიხედვით, ასევე განაცხადი (სამოტივაციო წერილი, რომელშიც უნდა იყოს ასახული სზი-ს მზაობა და სურვილი, შესაძლებლობები, სასურველი დღიური ანაზღაურება და სზი-ს CV) დალუქულ კონვერტში შემდეგ მისამართზე: საქართველო, თბილისი - 0144, ისანი, ცუცხვათის ქუჩა #3, არაიკ კარაპეტიანი.

ტენდერის ჩაბარების ბოლო ვადაა: 2018 წლის 28 სექტემბერი, 13:00 საათი.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში.

აღნიშნული 12 დღიანი პროგრამა მიზნად ისახავს სმ-ის ცოდნის ამაღლებასა და ტექნიკურ მხარდაჭერას ყველა ზემოაღნიშნულ 7 სოციალური დახმარების ცენტრში, უახლესი აღმოჩენებისა და კვლევების შედეგების გაცნობას სხვადასხვა სოციალურ და კულტურულ სფეროებში, სოციალური დახმარების დარგში.

ტრენინგის დაწყებამდე და მის შემდეგ მოხდება თითოეული სმ-ს შეფასება. პირველი და შემდგომი შეფასების შემდეგ მოხდება შედეგების ანალიზი და შემოწმდება პროგრამის ეფექტურობა.

ტრენინგები ჩატარდება თბილისსა და გორში. პრაქტიკულობის მოსაზრებიდან და ინსტრუქტორების შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ტრენინგები ჩატარდება ან ერთდროულად ორივე ქალაქში, ან თითოეულში რიგ-რიგობით.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:
ბ.-ნ არაიკ კარაპეტიანს
pm@adra.ge 
557 – 660 – 082 )

ტენდერის კატეგორია:

  • 80500000 სატრენინგო მომსახურებები