ჩაბარების ვადა:

1 მარტი 2022, 16:50

სტატუსი:

გაფორმებული

E
ელ. ტენდერი
T12288 - ტენდერი ავტომობილის შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია“ ს/კ 205130464 აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ავტოსატრანსპორტო საშუალების შესყიდვაზე.

შესყიდვის ობიექტი:

პროდუქტი რაოდენობა
ავტომობილი - ფურგუნი 4


ძირითადი მოთხოვნები: ძარის ტიპი: ფურგუნი, უკან დახურული, შუშების გარეშე. (გადაღობვა სამგზავრო და სატვირთო არეს შორის)

  • ძრავი: 1.3 მ3 ან მეტი, (დიზელი) 1.3-2 მ3 (ბენზინი)
  • საწვავის ტიპი: სასურველია დიზელი
  • გადაცემათა კოლოფი: მექანიკური
  • ტვირთამწეობა: 500 კგ-დან ზევით
  • კარის განლაგება: უკან
  • ფერი: თეთრი (სასურველია)
  • გაბარიტები: სიგრძე არაუმეტეს 4.5 მ.
  • საჭის მდებარეობა: მარცხენა

დამატებითი მოთხოვნები:

  • კონდიციონერი: სავალდებულოა
  • ცენტრალური საკეტი: სავალდებულოა
  • სალონის ფეხსაგები ხალიჩა (რეზინა): 1 კომპლექტი
  • წინა და უკანა პარკინგ სენსორები: სავალდებულოა
  • უკანა ხედვის კამერა მონიტორით: სავალდებულოა
  • გარანტია: 5 წელი ულიმიტო ან 150000 კმ. 

ავტომობილის საგარანტიო პერიოდიში საჭირო სათადარიგო ნაწილების ფასთა ცხრილი იხილეთ თანდართულ ფაილში.

შენიშვნები:

  • მომსახურების მიღება საგარანტიო ნაწილებზე შესაძლებელი უნდა იყოს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.

სატენდერო პირობები:

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):

  • დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
  • დანართი N2- ფასების ცხრილი
  • ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ევროში დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება;
  • დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;

ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება და ხარისხი;

განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;

სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;

გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;

ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.

მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.

დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;

სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე:  www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულუნდა იქნას www.tenders.ge -ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 1 მარტი, 15:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ევრო;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში; 

ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:
ლელა ტყეშელაშვილი
მობ: +995 599 27 87 97;
ltkeshelashvili@ddg.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 34100000 ავტოსატრანსპორტო საშუალებები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    22 თებერვალი 2022 დრო 16:00
  • შეთავაზების ვალუტა: EUR
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა