ჩაბარების ვადა:

2 სექტემბერი 2022, 12:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T14440 - ტენდერი ტრანსფორმატორის ტესტირებაზე და რემონტზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ტრანსფორმატორის ტესტირებაზე და რემონტზე.

მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა

  • ტრანსფორმატორის ტესტირების და რემონტის სამუშაოები დანართი N2-ში მოცემული ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად უნდა განხორციელდეს.

განსაკუთრებული მოთხოვნები:

  • ტენდერში მონაწილე კომპანიის უნდა გააჩნდეს შესაბამისი აკრედიტაციის სერთიფიკატი, ტრანსფორმატორების ტესტირების განხორიცელების შესაძლებლობაზე;
  • დამატებითი მოთხოვნის გათვალისწინებით, დამკვეთის წარმომადგენელი უფლებამოსილია დაესწროს ტრანსფორმატორის რემონტის პროცესს. თუ ტრნასფორმატორის რემონტის (გახსნის) პროცესში გამოვლინდა რაიმე სახის მძიმე დაზიანება, კომპანიის თანამშრომლის მითითების შემდგომ კონტრაქტორმა უნდა შეწყვიტოს მუშაობა და შესაბამისად კონტრაქტორს უნდა აუნაზღაურდეს მხოლოდ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულება.

განფასება:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება დანართი N1-ში მოცემული ფასებით ცხრილის შესაბამისად.

მომსახურების/სამუშაოს შესრულების (ხელშეკრულების) ვადა:

  • მომსახურების ხელშეკრულების ვადა განისაზღვრება გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ წარდგენილი გეგმა გრაფიკის შესაბამისად. 
  • პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ შესასყიდი მომსახურების  გეგმა-გრაფიკი განფასებასთან ერთად. კონკრეტული ვადების დადგენა განხორციელდება დამკვეთისა და შემსრულებელს შორის დამატებითი შეთანხმების საფუძველზე.

სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი:

  • სამუშაოების შესრულება უნდა განხორციელდეს ადგილზე დამკვეთთან შეთანხმებით. სამუშაოების განხორციელების ადგილი: დუშეთის რაიონი, დავა ჟინვალი,  ჟინვალ ჰესის ტერიტორია.

მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:

  • პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები:ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ).

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან  და მომსახურების ინვოისის წარმოდგენიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ფასების ცხრილი განსაკუთრებული მოთხოვნების გათვალისწინებით (პუნქტი 1.2 და 1.3);
  • სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკი
  • გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები 1.6 პუნქტის შესაბამისად; სასურველია პრეტენდენტს გააჩნდეს მინიმუმ სამი მსგავსი სამუშაოს შესრულების გამოცდილება, რომლის შესახებ იფნორმაცია დეტალურად უნდა იქნას წარდგენილი ( დამკვეთი, შესასრულებელი სამუშაოს ჯამური ღირებულება, შესრულების პერიოდი და ვადა და სხვ.)
  • აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერთიფიკატი ტრანსფორმატორების ტესტირების განხორიცელების შესაძლებლობაზე, რომლის მოქმედების ვადაც უნდა იყოს არანაკლებ ერთი წელი.
  • თანხმობა წინამდებარე სატენდერო პირობებზე, რის დასტურადაც წარმოდგენილ უნდა იქნას ხელმოწერილი სატენდერო განაცხადი
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების თარიღის შემდეგ;
  • შესასრულებელი სამუშაოების მეთოდოლოგია, რომელშიც სხვა რელევანტურ ინფორმაციასთან ერთად მოცემული უნდა იყოს სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო ყველა მოწყობილობა და ხელსაწყოს შესახებ დეტალური ინფორმაცია (ინფორმაცია ტექნიკური/საწარმო ბაზის შესახებ).
  • მაკომპლექტირებელი მასალის ტექნიკური მონაცემები და მწარმოებლის ინფორმაცია.

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

ხელშეკრულების გაფორმება:

  • გამარჯვებულ კომპანიასა და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ (GWP),  შორის გაფორმდება მომსახურების შესყიდვის ხელშეკრულებებები ინდივიდუალურად, წინამდებარე საკონკურსო დოკუმენტაციით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
  • შემსყიდველი უფლებას იტოვებს გააფორმოს ხელშეკრულება ერთ ან რამოდენიმე კომპანიასთან.

წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს.

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შემსყიდველი უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შემსყიდველი გამარჯვებულ კომპანიას გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შემსყიდველი არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შემსყიდველი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შემსყიდველის მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 2 სექტემბერი, 12:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: ქ. თბილისი, კოსტავას I შესახვევი, 33
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1145); 599 505 067

საკონტაქტო პირი: ნინო კობერიძე 
მის.: ქ. თბილისი, კოსტავას I შესახვევი, 33
ელ. ფოსტა: nkoberidze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1146); 555 68 93 98

ჟინვალ ჰესის წარმომადგენლები:
ბ-ნ ზურაბ მაისაშვილი - 591 400 279

ტენდერის კატეგორია:

  • 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    30 აგვისტო 2022 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა