ჩაბარების ვადა:

3 ოქტომბერი 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T14744 - ტენდერი მოხალისეობის ვებ–პლატფორმის ადმინისტრირებაზე

ტენდერის აღწერილობა:

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი აცხადებს ტენდერს მოხალისეობის ვებ–პლატფორმის ადმინისტრირებაზე.

პროექტს სამი კონკრეტული ამოცანა აქვს: 

  • საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მდგრადი განვითარებისთვის საჭირო სამართლებრივი და
    ფინანსური გარემოს გაუმჯობესება, მათ შორის, სახელმწიფო დაფინანსების გამჭვირვალობა და არასახელმწიფო დაფინანსების გამრავალფეროვნება, ბიზნესის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კულტურის პოპულარიზაცია.
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მათ სამიზნე აუდიტორიას შორის კავშირების გამყარება, მათ შორის, სამოქალაქო ღირებულებების პოპულარიზაცია, საზოგადოების სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობა და საზოგადოების საჭიროებებზე ორიენტირებული საქმიანობის წახალისება.
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარება და სამოქალაქო სექტორის ინსტიტუციური გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით ზედამხედველობისა და ადვოკატირების თვალსაზრისით.

პროექტს ახორციელებსკონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად - საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP). 

"სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა" ემყარება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" (CSSIGE 2017-2020) განხორციელების პროცესში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას.
პროექტის ერთ–ერთი აქტივობაა: საქართველოში მოხალისეობის იდეის პოპულარიზაციისთვის: მოხალისეობის ვებ–პლატფორმის ადმინისტრირება (5.8.9 Administration of web-page on volunteerism); სამომხმარებლო პრაქტიკის გათვალისწინებით ვებ-პლატფორმის მომხმარებლის სახელმძღვანელოს შექმნა; მოხალისეობის სატრენინგო მოდულის შექმნა და სამიზნე ჯგუფებისთვის ტრენინგების ჩატარება; ელექტრონული სწავლების ვებ– პლატფორმის (E-Learning) ადმინისტრირება. 

მოხალისეობისა და ელექტრონული სწავლების ვებ-პლატფორმების ადმინისტრირებაზე და პოპულარიზაციაზე პასუხისმგებელია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი, რომელსაც აღნიშნული დავალების განსახორციელებლად ესაჭიროება ვე-პლატფორმის ადმინისტრატორი. 

ტექნიკური დავალების მიზანი:

  • მოხალისეობის და ელექტრონული სწავლების ვებ-პლატფორმების ადმინისტრატორმა უნდა უზრუნველყოს თანამედროვე, მოქნილი და მარტივად მართვადი ვებ-პლატფორმების გამართული ფუნქციონირება და პოპულარიზაცია. 

ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ ფიზიკურ, ან იურიდიულ პირებს. 7.1.1. იურიდიულ ან ფიზიკურ პირს უნდა გააჩნდეს: 

  • ვებ–პლატფორმის ადმინისტრირების არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება, მინუმუმ 1 პლატფორმა;
  • სატრენინგო მოდულის და ინსტრუქციის დოკუმენტის შექმნის გამოცდილება;
  • ვებ–პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სფეროში ინფორმაციული
    ტექნოლოგიების მიმართულებით (ფიზიკური პირის შემთხვევაში);
  • ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი (ფიზიკური პირის შემთხვევაში).

დაინტერესებულმა პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია: 7.2.1. იურიდიული პირის შემთხევაში: 

  • სახელწოდება, საიდენტიფიკაცია კოდი, იურიდიული/ფაქტიური მისამართი;
  • პორტფოლიო, ინფორმაცია მსგავსი ტიპის პლატფორმების მართვის გამოცდილების შესახებ.
  • პრეტენდენტის ხედვა მოხალისეობის ვებ-პლატფორმის ფუნქციონალის შესახებ; შესასრულებელი სამუშაოს ფასი. -

ფიზიკური პირის შემთხევაში:

  • რეზიუმე;
  • პორტფოლიო, ინფორმაცია მსგავსი ტიპის პლატფორმების მართვის გამოცდილების შესახებ; პრეტენდენტის ხედვა მოხალისეობისა და ელექტრონული სწავლების ვებ-პლატფორმის ფუნქციონალის შესახებ;
  • შესასრულებელი სამუშაოს ფასი. 

ტექნიკური დავალების ხანგრძლივობა:

  • 2022 წლის ოქტომბერი-2024 წლის დეკემბერი; 

განაცხადი მიიღება ელექტრონულად 2022 წლის 26 სექტემბრიდან 03 ოქტომბრის 18:00 საათის ჩათვლით მისამართზე: admin@edec.ge სათაურში მიუთითეთ „ვებ-პლატფორმის ადმინისტრატორი“. 

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი განმარტებისათვის დაუგვიკავშირდით: 
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი ქ. ქუთაისი, ინგოროყვას ქ. 64.
ტელ: 0431 251330 საკონტაქტო პირი: ილია ნაცვალაძე
ტელეფონი: 577780406 
ელ-ფოსტა: ilia_natsvaladze@edec.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 72600000 კომპიუტერული უზრუნველყოფა და საკონსულტაციო მომსახურებები
  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
  • 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები