ჩაბარების ვადა:

14 ნოემბერი 2022, 16:00

სტატუსი:

გაფორმებული

E
ელ. ტენდერი
T15186 - ტენდერი დამცავი საშუალებების და საგზაო დამცავი ნიშნების შეყიდვასთან დაკავშირებით

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) აცხადებს ტენდერს დამცავი საშუალებებისა და საგზაო დამცავი საშუალებების შესყიდვასთან დაკავშირებით. 

განსკათრებული მოთხოვნები:

  • წინამდებარე ტენდერში გამარჯვებული კომპანი(ებ)ა ვალდებულია უზრუნველყოს დანართი N1-ით განსაზღვრული პოზიციების მოწოდება 

მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

  • დამცავი საშუალებების და საგზაო დამცავი ნიშნების - სპეციფიკაცია და რაოდენობა წარმოდგენილია დანართი N1-ის სახით. 

შენიშვნა: 

  • დანართ N1-ში წარმოდგენილი ფოტომასალა არის საორიენტაციო და არა კონკრეტული მოთხოვნა. 
  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას, რომ ტენდერის დასრულების შემდეგ საჭიროების შემთხვევაში, მოხდეს რაოდენობის ცვილილება-კორექტირება. 

განფასება:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება დანართი N1-ის მიხედვით როგორც ექსელის ფორმატში, ასევე PDF ფორმატში ხელმოწერილი. 
  • პრეტენდეტნმა შეიძლება მონაწილეობა მიიღოს როგორც ყველა პოზიციებზე კომერციული წინადადების დაფიქსირებით, ასევე ნაწილობრივი შემოთავაზებით. 

საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების  (ხელშეკრულების) ვადა:

  • ხელშეკრულების გაფორმებიდან, შეთანხმებისამებრ სატენდერო წინადადებაში დაფიქსირებული მოთხოვნის მიხედვით. 

საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი:

  • მისამართები კომპანიების მიხედვით: შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ - ქ თბილისი, წყალსადენის ქ 7

შენიშვნა: ცალკეულ შემთხვევებში შემსყიდველი იტოვებს უფლებას საქონლის მიწოდება მოითხოვოს განსხვავებულ ლოკაციაზე.

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით მომსახურების მიღებიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან    30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • დანართი N1-ის მიხედვით შემოთავაზების სრულად შევსება - მწარმოებელი ქვეყანა, ბრენდი/მოდელი,  ფასი (ეროვნულ ვალუტაში ყველა გადასახადის გათვალისწინებით), მოწოდების ვადა - ეტაპობრივი შემოტანებისათვის პირველი შემოთანის მითითებით და შემდგომი შემოტანისათვის წინასწარი შეტყობინების მიღბისათვის საჭირო ვადის მითითება. ერთჯერადი მოწოდების შემთხვევაში - მოწოდების ვადა სრულად. 
  • მწარმოებლის მიერ გაცემული ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი - სერტიფიკატი, პოზიციის შესაბამისი ტექნიკური მახასიათებლები შემოთავაზებული პოზიციის  ფოტომასალით.   
  • კომპანიის სრული რეკვიზიტები;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, განახლებული ბოლო 2 თვის განმავლობაში. 
  • ტენდერის დასრულების შემდეგ, ტექნიკური დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, საჭიროებისამებრ, წერილობით მოწოდებული დადებითად შეფასებული შერჩეული პოზიციების სანიმუშოდ (უსასყიდლოდ) მოწოდება არაუგვიანეს წერილობითი შეტყობინებიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის განმავლობაში. შერჩევის ეტაპის დასრულების შემდეგ მოთხოვნისამებს ნიმუშების უკან დაბრუნება შესაძლებელია, ტენდერის დასტურებიდან ერთი თვის ვადაში.  

ხელშეკრულების გაფორმება:

  • წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში დაიდება ერთიანი ხელშეკრულება სატენდერო პირობების გათვალისწინებით.

სხვა მოთხოვნა: წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შემსყიდველი,უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შემსყიდველი, გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შემსყიდველი, არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შემსყიდველი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას  შემსყიდველის  მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 14 ნოემბერი, 16:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: ქეთევან კანდელაკი
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: kekandelaki@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1456); 599 192500

საკონტაქტო პირი: მაგდა ლომთათიძე 
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: mlomtatidze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1303); 595 226694

ტენდერის კატეგორია:

  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
  • 34900000 სხვადასხვა სატრანსპორტო მოწყობილობა და სათადარიგო ნაწილები
  • 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    11 ნოემბერი 2022 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა