ჩაბარების ვადა:

25 ნოემბერი 2022, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T15375 - ტენდერი ლიცენზიების შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ფაილი დანართი N1.

ტენდერის აღწერილობა:

სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ პრეტენდენტებს სთავაზობს მიიღოს მონაწილეობა გამოცხადებულ ტენდერში: ლიცენზიების შესყიდვაზე.
შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან გაფორმდება ერთ წლიანი ჩარჩო ხელშეკრულება. 

შერჩევის პროცესში მონაწილე კომპანიები:

  • ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილ კომპანიებს . 

შერჩევის პროცესისმიმდინარეობა: 
შერჩევის პროცესის ჩატარდება შემდეგი სქემით: 

  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არა უგვიანეს 2022 წლის 25 ნოემბრისა
  • საჭიროების შემთხვევაში შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
  • საბოლოო ეტაპზე მოხდება პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და გაფორმდება ერთ წლიანი ჩარჩო ხელშეკრულება.

ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში: 

  • ტენდერის გამოცხადება - 18 ნოემბერი 2022 წელი
  • სატენდერო წინადადებების მიღება - 25 ნოემბერი 2022 წელი
  • გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და შეტყობინების გაგზავნა - 2 დეკემბერი
  • ხელშეკრულების გაფორმება - 2 დეკემბერი 2022 წელი.

სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ იტოვებს უფლებას ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს ტენდერი, არ გააგრძელოს ტენდერი, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე. ტენდერის შეჩერების/ შეწყვეტის შესახებ პრეტენდენტებს ეცნობებათ მათ მიერ მითითებულ საკონტაქტო მისამართებზე.

ტენდერის შეჩერება ან/და შეწყვეტა არ გამოიწვევს რაიმე სახის, მათ შორის ფინანასური პასუხისმგებლობის დაკისრებას სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგისთვის“.

სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ იტოვებს უფლებას კონტრაქტის ხელმოწერამდე გააფართოვონ ან შეცვალონ თავიანთი მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან დაკავშირებით, რის შესახებაც წინასწარ წერილობით ეცნობებათ შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/ს.

წესები და კითხვები:

  • ტენდერში მონაწილე პრეტენდენტ/ებ/ის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება ძალაში უნდა იყოს 1 წლის განმავლობაში.
  • ტენდერი ჩატარდება ექვს ლოტად:
    -ლოტი 1: ლიცენზიები
  • პრეტენდენტი პასუხისმგებელია შერჩევის პროცესის დასრულებამდე შეინარჩუნოს მათ მიერ მოწოდებული შემოთავაზების კონფიდენციალურობა.
    გთხოვთ სრულად წარმოადგინოთ მოთხოვნილი სატენდერო დოკუმენტაცია
  • შემოთავაზებაში თანხა უნდა იყოს დოლარში წარმოდგენილი.

გთხოვთ შემოთავაზებაში სრულად შეავსოთ ყველა დანართი და გადმოგვიგზავნოთ როგორც PDF ასევე Excel-ის ფორმატშიც.

შემოთავაზება:

  • შერჩევა ტარდება დანართი 1 -ით განსაზღვრული სპეციფიკაციების შესაბამისად.

კრიტერიუმები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
პრეტენდენტ/ებ/ი შეფასდებიან შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: 

  • მომსახურების ფასი;
  • გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის პირობა;
  • შეკვეთილი პროდუქციის მოწოდების ვადა
  • კომპანიის გამოცდილება;

ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ამონაწერი სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; 
  • ცნობა საგადასახადო ორგანოებიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ; 

დოკუმენტაციის მომზადების თარიღი წინ არ უნდა უსწრებდეს, დოკუმენტების წარდგენის თარიღს 5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით;

სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ უფლებამოსილია საკვალიფიკაციო დოკუმენტაციაში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოახდინონ შერჩეული პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია თუ:

  • პრეტენდენტი ირიცხება მოვალეთა რეესტრში;
  • საგადასახადო ორგანოების მიერ პრეტენდენტის ქონებზე დადებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;
  • რეგისტრირებულია ყადაღა პრეტენდენტის ქონებაზე;
  • დაწყებულია პრეტენდენტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება. 

პასუხისმგებლობა:

  • ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტ/ებ/თან დაიდება ერთ წლიანი ხელშეკრულება, რომლის ერთ-ერთი მუხლი ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით: 
  • „მომწოდებელს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში არ აქვს უფლება შეცვალოს ხელშეკრულებაში ფიქსირებული მომსახურების ტარიფები.“ 

სხვა:
კონფიდენციალობა:

  • შერჩევის პროცესის მსვლელობის დროს პრეტენდენტ/ებ/ს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. პრეტენდენტი პასუხისმგებელია სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგის“ მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც შერჩევის პროცესის მსვლელობის, ასევე მისი დასრულების შემდეგ მიუხედავად ტენდერის შედეგებისა. 

დანართი:
დანართში წარმოდგენილია სატენდერო პაკეტის შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

  • დანართი 1
  • ინფორმაცია პრეტენდენტის შესახებ

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 25 ნოემბერი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: დოლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

სფეციფიკაციებთან დაკავშირებით გთხოვთ დაუკავშირდეთ:
ჯუმბერ ჭელიძეს
მობ: 577 62 69 95

დანარჩენი ინფორმაციისთვის:
ნინი მეშველაშვილი
მობ: 555 79 21 01

ტენდერის კატეგორია:

  • 72600000 კომპიუტერული უზრუნველყოფა და საკონსულტაციო მომსახურებები
  • 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები
  • 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
  • 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    23 ნოემბერი 2022 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: USD
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა