ჩაბარების ვადა:

26 ნოემბერი 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T15386 - ტენდერი ობიექტის ექსტერიერის საახალწლო აქსესუარებით გაწყობაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს ვ-ჯეო რესტორნები (Wendy’s) აცხადებს ტენდერს: ობიექტის ექსტერიერის საახალწლო აქსესუარებით გაწყობაზე.

  • ობიექტის რაოდენობა: 1
  • ობიექტის მისამართი: ჯორჯ ბალანჩინის 9 (ამერიკის საელჩოსთან)

მოთხოვნები:

  • წარმოდგენილი ფოტოების მიხედვით, ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს მის მიერ შესრულებული ფოტომონტაჟი/რენდერი სადაც იქნება რეალურთან მაქსიმალურად მიახლოებული საახალწლო ვიზუალებით გაფორმებული ობიექტის ექსტერიერი.
  • ფოტომონტაჟში გამოყენებული განათებები იდენტური უნდა იყოს სამომავლოდ, რეალურად შესრულებულ ნამუშევართან
  • ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ობიექტის საახალწლო განათებებით გაწყობისთვის საჭირო აქსესუარების ჩამონათვალი.
    - განათების ტიპი: თბილი ნათება
    - მახასიათებელი: 220V, გარე გამოყენების სადენებით
  • სატენდერო განაცხადის მიღები ბოლო ვადა 26 ნოემბერი 2022 წელი
  • სამუშაოს შესრულების ვადა მაქსიმუმ 5 დეკემბერი.
  • სამუშაო ფაილები უნდა წარმოგვიდგინოს PDF ფორმატში

ტენდერის პირობები:

  • მომსახურების ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.)
  • გადახდის პირობები: მომსახურების მიღებიდან 14 სამუშაო  დღე.
  • ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს საახალწლო აქსესუარების ღირებულების ჩათვლით, რომელიც შემდგომ დარჩება კომპანიის საკუთრებაში

გთხოვთ ელ.სააპლიკაციო ფორმაში მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება
  • საკონტაქტო ინფორმაცია, პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა
  • ტენდერის დასახელება

შემოთავაზების მიღება იწყება 18.11.2022, 18:00.
შემოთავაზების მიღება მთავრდება 26.11.2022, 18:00.
შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით,  გთხოვთ, ნებისმიერი კითხვის შემთხვევაშუ წერილობით მიმართოთ:
ლადო ოქროპირიძე
შესყიდვების დეპარტამენტი
შპს „ვ-ჯეო რესტორნები“
სათაო ოფისი, მოსაშვილის 11
ტელ.: (+99532) 2557557 (2210), 558 63 68 41 

ტენდერის კატეგორია:

  • 79900000 სხვადასხვა კომერციული მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები