ჩაბარების ვადა:

24 თებერვალი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T16242 - ფასთა გამოკითხვა თვითმცლელის გაყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

Rich Metals Group აცხადებს ფასთა გამოკითხვას თვითმცლელის გაყიდვაზე.

გასაყიდი პროდუქცია - თვითმცლელი 

  • მარკა KRAZ
  • მოდელი 65055
  • საიდენტიფიკაციო No Y7A650550A0813651
  • გამოშვების წელი 2010

გასაყიდი პროდუქციის ფოტოსურათები იხილეთ დანართში N2.

კომერციული წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 24.02.2023, 18:00 საათი.

კონტრაქტორების შერჩევის პროცესში მონაწილე კომპანიები ადასტურებენ თავიანთ თანხმობას ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებით თანამშრომლობაზე და გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ უზრუნველყოფენ პროდუქციის შესყიდვას წარმოდგენილი კომერციული წინადადადებისა და დოკუმენტების მიხედვით. შესაძლებელია ამ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაციის მეტად დეტალიზირება და დაზუსტება ორგანიზატორის მიერ.

პროცესში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება

მონაწილემ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

  • ენა: ქართული/ინგლისური/რუსული
  • შემოთავაზებული ფასი
  • კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასწარმოქმნის მექანიზმი ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
  • კომერციული წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, არ იქნება განხილული.

კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

  • ფასი;
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (განახლებული ვერსია);
  • რეკვიზიტები: ფაქტობრივი და იურიდიული მისამართი, საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი, საბანკო რეკვიზიტები;
  • მდებარეობა - ბოლნისის რაიონი, დაბა კაზრეთი. კომპანია „არემჯის“ საწარმოო ტერიტორია;
  • პროდუქციის ადგილზე სანახავად, დაინტერესებულმა მონაწილემ, ვიზიტამდე 1 დღით ადრე უნდა გვაცნობოს ზუსტი დრო და ვიზიტორთა რაოდენობა (პირადობის მოწმობის ასლების გამოგზავნით);
  • ანგარიშსწორება-წინასწარიგადახდა 

კომერციული წინადადებები ძალაში იქნება კონტრაქტორის შერჩევის პროცესის დასრულებამდე. აღნიშნული პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებები გაფორმდება მხარეებს შორის. 

  • მონაწილე კომპანიის კომერციული წინადადება განხილული იქნება, როგორც საფუძველი კონტრაქტორის შერჩევის პროცესში პოტენციური პრეტენდენტის გამოვლენისათვის. 
  • ანტიკორუფციული პირობები: პოტენციური პრეტენდენტი, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ვალდებულია დაემორჩილოს ანტიკორუფციულ პირობებს, რომლებიც წარმოდგენილია დანართში #1 
  • კომერციული წინადადების ჩაბარების პირობები: ყველა კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულ მისამართზე: procurement@richmetalsgroup.com

საკონტაქტო ინფორმაცია:
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის პროცედურების მართვის სპეციალისტი: ლილე პირველი
Т +995 579 552 051. 

ტენდერის კატეგორია:

  • 34100000 ავტოსატრანსპორტო საშუალებები