ჩაბარების ვადა:

26 აპრილი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T16992 - ფასთა გამოკითხვა სპეცტანსაცმლის შესყიდვაზე

 

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

RMG Copper JSC აცხადებს ფასთა გამოკითხვა სპეცტანსაცმლის შესყიდვაზე.

  • კომერციული წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 26.04.2023, 18:00 საათი.
  • ფასთა გამოკითხვაში მონაწილე კომპანიები ადასტურებენ თავიანთ თანხმობას ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებით თანამშრომლობაზე და გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ უზრუნველყოფენ პროდუქციის მიწოდებას წარმოდგენილი კომერციული წინადადადებისა და დოკუმენტების მიხედვით. შესაძლებელია ამ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაციის მეტად დეტალიზირება და დაზუსტება ორგანიზატორის მიერ
  • პროცესში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება 

მონაწილემ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

  • ენა: ქართული, ინგლისური ან რუსული
  • კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასი ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
  • კომერციული წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, არ იქნება განხილული.

კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას: 

  • შემოთავაზებული პროდუქციის ღირებულება;
  • შემოთავაზებული პროდუქციის ნიმუში (48,50,52 ზომის თითო ნიმუში) მისამართი - თბილისი, მ. ალექსიძის ქ. No1, შესახვევი No3
  • გადახდის პირობები;
  • მიწოდების პირობები და ვადები;
  • მოწოდებული პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლები/სერთიფიკატები;
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (განახლებული ვერსია);
  • რეკვიზიტები: ფაქტობრივი და იურიდიული მისამართი, საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი, საბანკო რეკვიზიტები;
  • ინფორმაცია კომპანიის გამოცდილების შესახებ;

კომერციული წინადადებები ძალაში იქნება კონტრაქტორის შერჩევის პროცესის დასრულებამდე. აღნიშნული პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებები გაფორმდება მხარეებს შორის.

  • მონაწილე კომპანიის კომერციული წინადადება განხილული იქნება, როგორც საფუძველი კონტრაქტორის შერჩევის პროცესში პოტენციური პრეტენდენტის გამოვლენისათვის. 
  • ანტიკორუფციული პირობები: პოტენციური პრეტენდენტი, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ვალდებულია დაემორჩილოს ანტიკორუფციულ პირობებს, რომლებიც წარმოდგენილია დანართში #1 
  • კომერციული წინადადების ჩაბარების პირობები: ყველა კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: procurement@richmetalsgroup.com

საკონტაქტო ინფორმაცია: 
შესყიდვების პროცედურების მართვის სპეციალისტი: 
ლილე პირველი
ელ. ფოსტა:
Lpirveli@richmetalsgroup.com

ტენდერის კატეგორია:

  • 18100000 სამუშაო ტანსაცმელი, სპეცტანსაცმელი და აქსესუარები
  • 18300000 ტანსაცმელი
  • 18400000 სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები